გნათოლოგია

გნათოლოგიური ორთოდონტია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია, რომლის მიზანი სტომატოლოგიურ სისტემასა და ადამიანის ორგანიზმს შორის ურთიერთქმედების შესწავლაა.  

ნებისმიერი ორთოდონტიული ჩარევა, რომელიც კბეჩისა და თანკბილვის კორექტირებისკენაა მიმართული, გავლენას ახდენს საღეჭ კუნთებსა და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარზე (TMJ).

კუნთოვან-სახსროვანი დისფუნქციის სიმპტომების გაჩენა არასწორ მკურნალობასთან ასოცირდება, რომლის თავდაპირველი მიზანი ესთეტიური ღიმილის მიღწევაა. ამასობაში, მკურნალობის ფუნქციური ასპექტები ირღვევა და დისფუნქციის სიმპტომთა გაჩენის ალბათობა საკმაოდ მაღალია. 

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი (TMJ) პროგლემების მიზეზებია: 

  • ბავშვობაში განვითარებული მავნე ჩვევები
  • სტრესი და ნევროზი – საღეჭი კუნთების დაძაბულობის მიზეზი 

შედეგად, შესაძლოა, მოირყეს კბილები, განვითარდეს აბრაზია – კბილის ქსოვილების პათოლოგიური ცვეთა, სახსრების დისლოკაცია, ჩხვლეტის შეგრძნება ნერვებსა და სისხლძარღვებში, რაც იწვევს ტკივილს, განსაკუთრებით, ღეჭვისას. 

სპეციალური დიაგნოსტიკური ტექნოლოგიის გამოყენებით, კლინიკის გნათოლოგი პირის ღრუს სისტემის ფუნქციონირების ცვლილებების გამომწვევ მიზეზებს იკვლევს. დიაგნოზიდან გამომდინარე ის ეძებს საუკეთესო გზებს პრობლემების გადასაჭრელად და ადგენს მკურნალობის კურსს. გნათოლოგის დახმარება დისფუნქციის ადრეულ სტადიაზეც საჭიროა, განსაკუთრებით კი გართულებების გვიანდელ სტადიაზე, როცა ქირურგიული ჩარევა უკვე გარდაუვალია. 

პირველი სიმპტომები, რომლებიც მიგანიშნებთ, რომ დროა გნათოლოგს მიმართოთ:

  • კბილების რყევა
  • კბილების ჩამოტეხვა ან გაბზარვა
  • დენტინის ექსპოზიცია, კბილის ყელის არეში
  • ტკივილები კისრისა და სახის არეში
  • ყბის ტკაცუნი ღეჭვისას
  • ტკივილები საფეთქლის არეში საუბრისა და ღეჭვის დროს
  • პირის გაღების გაძნელება 

ტკივილები ქვედა ყბის კუთხის არეში საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დარღვევის მთავარი სიმპტომია. 

თუ რა ტიპის მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს პაციენტს, ამას დიაგნოსტიკის შემდეგ, წყვეტს გნათოლოგი. 

NB Dental – ნინო ბერიძის კლინიკაში ეს მიმართულება წარმატებით მუშაობს უკვე 8 წელია.

NB Dental – ნინო ბერიძის კლინიკის გუნდი გირჩევთ დროულად დაიწყოთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, შეარჩიოთ გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად და კომფორტულად მიიღოთ სასურველი შედეგი.

ჩვენს კლინიკაში (საბურთალო, დავით თავხელიძის ქ. 1ა) თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში. 

ვიზიტის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: (032 2) 32 22 27

Call Now Button