იმპლანტოლოგია

დენტალური იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიაში ერთერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია დაკარგული კბილის აღსადგენად. პროცედურა ტარდება იმ შემთხვევაში, როცა კბილი სრულად არის დაკარგული და ბუნებრივი ფესვი აღარ არსებობს.

დენტალურიიმპლანტაციატარდებათანამედროვეტექნოლოგიებისადამაღალიხარისხისმასალებისგამოყენებით. იმპლანტი სრულად იმეორებს ბუნებრივი კბილის ფუნქციასა და ვიზუალს, რის შედეგადაც პაციენტი აღიდგენს ღეჭვის უნარს, ჯანსაღ თანკბილვასა და ესთეტიკურ ღიმილს.

იმპლანტაცია რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ერთი ან რამდენიმე კბილი აქვთ დაკარგული. დროული ჩარევა ხელს უშლის ძვლის განლევას, კბილების გადაადგილებას და სხვა სტომატოლოგიურ გართულებებს.

პროცედურის ეტაპები:

  • ინდივიდუალური კონსულტაცია და 3D დიაგნოსტიკა
  • ტიტანის იმპლანტის (ხელოვნური ფესვის) მოთავსება
  • გვირგვინის ფიქსაცია და საბოლოო ესთეტიკური აღდგენა

ჩვენს კლინიკაში პროცედურა მაქსიმალურად კომფორტული და უმტკივნეულოა. ჩვენი გამოცდილი გუნდი თითოეული პაციენტის საჭიროებებს ინდივიდუალურად უდგება და საუკეთესო შედეგზეა ორიენტირებული.

Call Now Button