კარიესის მკურნალობა

არ არსებობს ადამიანი რომელსაც არ გაუგია სიტყვა “კარიესი”. კარიესი კბილის მაგარი ქსოვილების დაავადებაა, რომელიც იწვევს მინანქრის, შემდგომში კი დენტინის დაზიანებასა და დაშლას.

კარიესის განვითარების ძირითადი მიზეზი პათოგენური მოკროორგანიზმებია. თუმცა, არსებობს მაპროვოცირებელი ფაქტორები, როგორიცაა ცუდი ჰიგიენა, კვების თავისებურებები, მავნე ჩვევები, ზოგიერთი დაავადება და მედიკამენტების უკონტროლო მიღება, რაც პირის ღრუს მიკროფლორის დარეღვევას იწვევს.

თანამედროვე სტომატოლოგიაში კარიესის მკურნალობა უკვე აღარ შემოიფარგლება მხოლოდ დაზიანებული ქსოვილების მოშორებით და დაზიანების საბჟენი მასალით ამოვსებით. NB Dental – ნინო ბერიძის კლინიკის ექიმი-ტერაპევტები არამხოლოდ ავსებენ დაკარგულ ქსოვილებს, არამედ იმეორებენ კბილის ბორცვების, ფისურებისა და ბუნებრივი ჩანაჭდევების ფორმებს. ასეთი მეთოდით აღდგენილი კბილი სრულიად ჯანმრთელად და ხელუხლებლად გამოიყურება. ასევე აღსანიშნავია, რომ თანამედროვე საბჟენი მასალები სიმკვრივითაც მაქსიმალურად მიახლოებულია კბილის ქსოვილებთან.

ნუ დაელოდებით კარიესი გაგირთულებას, ან ტკივილს, NB Dental – ნინო ბერიძის  კლინიკაში თანამედროვე მასალებისა და აპარატურის მეშვეობით წარმატებით ვმუკრნალობთ ამ დაავადებას.

NB Dental – ნინო ბერიძის კლინიკის გუნდი გირჩევთ დროულად დაიწყოთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, შეარჩიოთ გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად და კომფორტულად მიიღოთ სასურველი შედეგი.

ჩვენს კლინიკაში (საბურთალო, დავით თავხელიძის ქ. 1ა) თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში.

ვიზიტის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: (032 2) 32 22 27

Call Now Button