კბილების ფესვების ენდოდონტიური (არხების) მკურნალობა
კბილის არხების მკურნალობის სამედიცინო დასახელება ენდოდონტიური მკურნალობაა, ენდოდონტიური მკურნალობა ხორციელდება კარიესის, პულპიტის ( ნერვის ანთების), პერიოდონტიტის და კბილის ტრავმის ( მოტეხილობის) დროს.
ღრმა კარიესის დროს ხშირად კბილის ქსოვილები იმდენად ღრმადაა დაზიანებული, რომ კბილის არხში არსებულ ნერვამდეც კი აღწევს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია არხის მკურნალობა.
ენდოდონტიური მკურნალობის დროს, ხდება კბილის ღრუს ინფიცირებული ქსოვილებისაგან (კბილის ნერვი და სხვა რბილი ქსოვილები) გათავისუფლება და მისი სპეციალური მასალებით დაბჟენა. მასალები, რომლითაც ხდება კბილის არხების ამოვსება, ამცირებს განმეორებითი ინფიცირების რისკს და უნარჩუნებს კბილს ჯანმრთელობას და სიმყარეს.
ინფიცირებული კბილის არხების მკურნალობა საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, რომელიც სხვადასხვა ეტაპისგან შედგება. კბილის არხების გასუფთავება და დაბჟენა ექიმისგან მოითხოვს ბევრ ცოდნას და შესაბამისი უნარ-ჩვევების ფლობას, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ექიმს ჰქონდეს ხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა.
NB Dental – ნინო ბერიძის კლინიკის გუნდი გირჩევთ დროულად დაიწყოთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, შეარჩიოთ გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად და კომფორტულად მიიღოთ სასურველი შედეგი.
ჩვენს კლინიკაში (საბურთალო, დავით თავხელიძის ქ. 1ა) თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში.
ვიზიტის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: (032 2) 32 22 27