კბილების პროფესიული წმენდა

კბილების პროფესიული წმენდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია სტომატოლოგიაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკაში. NB Dental – ნინო ბერიძის კლინიკის კვალიფიციიური ექიმები ულტრათანამედროვე აპარატურისა და ინოვაციური პრაქტიკების გამოყენებით უზრუნველყოფენ მომსახურების უმაღლეს ხარისხს.

ჩვენი კბილები სხვადასხვა საღებავების ზემოქმედების შედეგად ფერს იცვლიან. პირის ღრუში არსებული რბილი ნადები კი, გარკვეული ხნის შემდეგ, გარდაიქმნება კბილის ქვად, რომლის მოშორებაც სტომატოლოგის ჩარევის გარეშე შეუძლებელია. შედეგად, კბილის მინანქარი სუსტდება და ჩნდება კარიესის საშიშროება. 

NB Dental – ნინო ბერიძის კლინიკა გთავაზობთ პროფესიული წმენდის მანიპულაციების მთელ კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს ყბა-კბილთა სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
 

პროფილაქტიკური წმენდის პროცედურები უნდა ჩატარედეს:

  • არანაკლებ 1-2 ჯერ წელიწადში, იდეალური ჰიგიენის შესანარჩუნებლად; 
  • 3-4 თვეში ერთხელ – ბრეკეტებით მკურნალობისას; 
  • ტრიმესტრში ერთხელ – ორსულებისთვის (ულტრაბგერითი სკალერის გარეშე);

პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა – აუცილებელი  ჰიგიენური, პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური პროცედურაა. ვინაიდან ყოველი წმენდის შემდეგ, ექიმს საშუალება ეძლევა ადვილად აღმოაჩინოს კარიესი ადრეულ სტადიაზე.

კომპლექსური წმენდის შემდეგ გრძელვადიანი შედეგისთვის აუცილებელია, პირის ღრუს ჰიგიენის სათანადოდ დაცვა და განმეორებითი ვიზიტები სტომატოლოგთან.

NB Dental – ნინო ბერიძის კლინიკის გუნდი გირჩევთ დროულად დაიწყოთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, შეარჩიოთ გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად და კომფორტულად მიიღოთ სასურველი შედეგი.

ჩვენს კლინიკაში (საბურთალო, დავით თავხელიძის ქ. 1ა) თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში.

ვიზიტის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: (032 2) 32 22 27

Call Now Button