კარიესი და მისი მკურნალობა NB Dental-ში

სტომატოლოგი პატარა პაციენტს კარიესს მკურნალობს NB Dental-ში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კბილის კარიესი გლობალურად ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც 2 მილიარდზე მეტ ადამიანს აწუხებს. მიუხედავად ასეთი მასშტაბურობისა, ბევრი პაციენტი სტომატოლოგს მხოლოდ ტკივილის გაჩენის შემდეგ მიმართავს. თუმცა ეს სტატისტიკა ნუ აგაღელვებთ - დროულად აღმოჩენილ კარიესს „ნბ დენტალი - ნინო ბერიძის კლინიკაში“ მარტივად და უმტკივნეულოდ ვმკურნალობთ.

რატომ ვითარდება კარიესი და რა იწვევს მას?

კარიესი კბილის მაგარი ქსოვილების დაავადებაა. თავდაპირველად ის მინანქარს, ანუ კბილის გარე და ყველაზე მკვრივ შრეს აზიანებს. თუ პროცესი დროულად არ შეჩერდა, დაზიანება მინანქრის ქვეშ მდებარე დენტინზეც ვრცელდება, ქსოვილები თანდათან იშლება და კბილში ღრუ ჩნდება.

პირის ღრუში ბუნებრივად არსებული ბაქტერიები საკვებიდან მიღებულ შაქრებს გადაამუშავებენ და მჟავას გამოყოფენ, რომელიც მინანქრიდან მინერალებს გამოდევნის და მის დამცავ შრეს აზიანებს. ნერწყვი ამ პროცესს ნაწილობრივ აბალანსებს და დაკარგული მინერალების აღდგენას უწყობს ხელს. თუმცა თუ მჟავა კბილზე ხშირად ან დიდხანს მოქმედებს, მინანქარი აღდგენას ვეღარ ასწრებს და კარიესი ვითარდება.

კარიესის განვითარების რისკს ზრდის შემდეგი ფაქტორები:

  • ტკბილი საკვებისა და შაქრის შემცველი სასმელების ხშირი მიღება;
  • კბილებზე ბაქტერიული ნადების დაგროვება;
  • ნერწყვის გამოყოფის შემცირება;
  • ზოგიერთი დაავადება და მედიკამენტი, რომლებიც პირის ღრუში ბაქტერიების ბუნებრივ ბალანსს ცვლის;
  • მემკვიდრეობითი ფაქტორები და მინანქრის ბუნებრივი თავისებურებები.

როგორ იცვლება კარიესის სიმპტომები დაავადების განვითარებასთან ერთად?

კარიესი თანდათან ვითარდება და მისი სიმპტომებიც დაზიანების სირთულის მიხედვით იცვლება.

თავდაპირველად მინანქარზე შესაძლოა თეთრი, მქრქალი ლაქა გაჩნდეს, რაც კბილის ზედაპირზე მინერალების შემცირების ნიშანია. ამ დროს კბილზე ღრუ ჯერ არ არის გაჩენილი და, როგორც წესი, არც ტკივილით და არც სხვა უსიამოვნო შეგრძნებით ხასიათდება. ასეთ მცირე ცვლილებას ხშირად მხოლოდ სტომატოლოგი ამჩნევს, ამიტომ რეკომენდებულია თერაპიული სტომატოლოგიის ფარგლებში პირის ღრუს რეგულარული შემოწმება.

თუ დაავადების განვითარება ამ ეტაპზე არ შეჩერდა, მინანქარი თანდათან დაზიანდება და მასზე მუქი ფერის წერტილი გაჩნდება. კბილი შესაძლოა მგრძნობიარე გახდეს ცივ, ცხელ ან ტკბილ საკვებზე.

პროგრესირებასთან ერთად დაზიანება მინანქრის ქვეშ მდებარე დენტინამდე აღწევს. დენტინი მინანქარზე რბილი ქსოვილია, ამიტომ ის უფრო ადვილად ზიანდება და კბილში ღრუ ჩნდება. მასში ხშირად იჭედება საკვების ნარჩენები, კბილის მგრძნობელობა კი უფრო ძლიერდება. დაზიანების სიღრმის დასადგენად სტომატოლოგიური დიაგნოსტიკა ტარდება.

პაციენტი რენტგენის აპარატთან კარიესის დიაგნოსტიკისას NB Dental-ში

ღრმა კარიესის სტადიაზე დაზიანება პულპის სიახლოვეს ვრცელდება. რადგან პულპაში ნერვები და სისხლძარღვებია, ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს და უფრო დიდხანს გაგრძელდეს, განსაკუთრებით ცივი ან ცხელი საკვების მიღებისა და ღეჭვის დროს.

დროული მკურნალობის გარეშე შესაძლოა პულპიტი განვითარდეს, რომელიც ძალიან ძლიერი ტკივილით ხასიათდება, განსაკუთრებით ღამით. თუ ანთება კბილის ფესვის ირგვლივ არსებულ ქსოვილზეც გავრცელდება, პერიოდონტიტი ჩამოყალიბდება. თუმცა მდგომარეობა უიმედო ამ ეტაპზეც კი არ არის: თანამედროვე ენდოდონტიური მკურნალობით კბილის გადარჩენა შესაძლებელია, მთავარია, ექიმთან ვიზიტი აღარ გადადოთ.

როგორ ავიცილოთ კარიესი თავიდან?

კბილები კარიესისგან რომ დაიცვათ, „ნბ დენტალი - ნინო ბერიძის კლინიკის“ სტომატოლოგები რამდენიმე რჩევას გიზიარებენ:

  • გაიწმინდეთ კბილები დღეში ორჯერ ფტორის შემცველი პასტით და ამ პროცესს დაახლოებით 2 წუთი დაუთმეთ. ჯაგრისი 3 ან 4 თვეში ერთხელ გამოცვალეთ, ხოლო თუ უფრო ადრე გაცვდა, ახალით ჩაანაცვლეთ;
  • დაიცავით კბილების გაწმენდის სწორი ტექნიკა. ჯაგრისი კბილისა და ღრძილის საზღვართან დაახლოებით 45°-იანი კუთხით დაიჭირეთ. კბილის გარეთა, შიდა და საღეჭი ზედაპირები მსუბუქი, წრიული მოძრაობებით გაიწმინდეთ. მოერიდეთ ძლიერ ჰორიზონტალურ მოძრაობებს, რადგან შეიძლება მინანქარი და ღრძილები დააზიანოთ;
  • ყოველდღე გაიწმინდეთ კბილებს შორის სივრცეები სპეციალური ძაფით ან კბილთაშორისი ჯაგრისით. ეს საშუალებები ნადებს იმ ადგილებიდან აშორებს, რომლებსაც ჩვეულებრივი ჯაგრისი კარგად ვერ სწვდება;
  • შეამცირეთ ტკბილეულის რაოდენობა და მიღების სიხშირე. უმჯობესია, ნუგბარი ძირითად კვებასთან ერთად მიირთვათ და არა დღის განმავლობაში რამდენჯერმე, რადგან შაქართან ხშირი შეხება მინანქარს აზიანებს;
  • შეზღუდეთ ტკბილი/მჟავე სასმელები და მათი დალევისას საწრუპი მილი გამოიყენეთ, რათა სითხე კბილებს ნაკლებად შეეხოს. სასმელი პირის ღრუში დიდხანს არ დააყოვნოთ, შემდეგ კი წყლით გამოირეცხეთ;
  • მჟავე საკვების ან სასმლის მიღებისთანავე კბილები არ გაიწმინდოთ. მჟავა მინანქარს დროებით არბილებს და მაშინვე გაწმენდამ შეიძლება ის დააზიანოს. უმჯობესია, დაახლოებით 30 წუთი მოიცადოთ;
  • ყოველდღიურ მოვლასთან ერთად ჩაიტარეთ პროფესიული წმენდა და 6 თვეში ერთხელ დაგეგმეთ სტომატოლოგთან ვიზიტი. რეგულარული შემოწმებისას კარიესი შეიძლება ჯერ კიდევ იმ ეტაპზე გამოვლინდეს, როცა მინანქარი მხოლოდ მცირედაა დაზიანებული და დაკარგული მინერალები პროფესიული ფტორირებით აღდგება.
ბავშვთა სტომატოლოგი პატარა პაციენტს კბილებს უსინჯავს NB Dental-ში

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელი კბილის პასტა, ჯაგრისი ან კბილის ძაფი აირჩიოთ, „ნბ დენტალი - ნინო ბერიძის კლინიკის“ ექიმი-სტომატოლოგები პირის ღრუს მდგომარეობას შეაფასებენ, საჭირო საშუალებების შერჩევაში დაგეხმარებიან და აგიხსნიან, როგორ მოუაროთ კბილებს ყოველდღიურად.

როგორ მკურნალობენ სტომატოლოგები კარიესს?

ჩვენი კლინიკის პროფესიონალი სტომატოლოგები კბილის მდგომარეობასა და დაზიანების სიღრმეს პირის ღრუს დათვალიერებით აფასებენ, საჭიროების შემთხვევაში კი დიაგნოსტიკურ კვლევასაც ატარებენ. მიღებული შედეგების მიხედვით არჩევენ მკურნალობის მეთოდს და ადგენენ გეგმას.

ამის შემდეგ სტომატოლოგი უშუალოდ კბილის მკურნალობაზე გადადის. პროცესი მოიცავს:

  • დაზიანებული ქსოვილის მოცილებასა და კბილის დასაბჟენად მომზადებას;
  • ღრუს ამოვსებასა და კბილის ბუნებრივი ფორმის აღდგენას, ბორცვების, ფისურებისა და ჩანაჭდევების გათვალისწინებით. შედეგად, კბილი ბუნებრივად გამოიყურება და ღეჭვის ფუნქციას ასრულებს;
  • საჭიროების შემთხვევაში მიკროსკოპის გამოყენებას, რათა სტომატოლოგმა მცირე დეტალებიც დაინახოს და ჯანსაღი ქსოვილი მაქსიმალურად შეინარჩუნოს.
სტომატოლოგი კარიესს მიკროსკოპით მკურნალობს NB Dental-ში

თუ კარიესი კბილის შიდა ქსოვილებამდეა გავრცელებული, შესაძლოა არხების დამუშავებაც გახდეს საჭირო. ენდოდონტიური პროცედურაც „ნბ დენტალი - ნინო ბერიძის კლინიკაში“ ტარდება, ამიტომ პაციენტები მკურნალობის ყველა ეტაპს ერთ სივრცეში გადიან.

21-ე საუკუნეში სტომატოლოგიური ჩარევები სრულიად უმტკივნეულოა, თუმცა თუ სტომატოლოგთან ვიზიტი მაინც გაღელვებთ, ამის შესახებ ექიმს წინასწარ უთხარით. ის პროცედურის ტემპს თქვენს შეგრძნებებს მოარგებს და ყურადღებით დააკვირდება, როგორ გრძნობთ თავს.

„ნბ დენტალი - ნინო ბერიძის კლინიკაში“ პაციენტებზე 2010 წლიდან ვზრუნავთ. კლინიკის მიმართულებებს შორისაა თერაპიული და ესთეტიკური სტომატოლოგია, ორთოდონტია და იმპლანტოლოგია. ამ მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ხარისხიან მკურნალობასთან ერთად პაციენტისთვის მშვიდი და ყურადღებიანი გარემოც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ კლინიკის მთელი გუნდი ცდილობს, რომ ვიზიტმა მშვიდად და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ჩაიაროს. მათგან ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავ პასუხს მიიღებთ, მკურნალობის თითოეულ ეტაპს კი ექიმთან ერთად წინასწარ განიხილავთ.

თუ კბილზე რაიმე ცვლილებას შენიშნავთ, ტკივილს ნუღარ დაელოდებით - დაგეგმეთ ვიზიტი „ნბ დენტალი - ნინო ბერიძის კლინიკაში“, იქ, სადაც თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობაზე პროფესიონალთა გუნდი იზრუნებს.

დაჯავშნეთ ვიზიტი

ხშირად დასმული კითხვები

მტკივნეულია თუ არა კარიესის მკურნალობა?

კარიესის მოშორება ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება, ამიტომ პროცედურის დროს პაციენტი ტკივილს არ გრძნობს. მცირე დისკომფორტი შესაძლოა მხოლოდ გაყუჩების მომენტში გაჩნდეს და ისიც წამიერია. ადრეული კარიესის დროს ანესთეზია ხშირად საერთოდ არ არის საჭირო, რადგან მინანქარში ნერვული დაბოლოებები არ გვხვდება.

რამდენ ხანს გრძელდება კარიესის მკურნალობა?

როგორც წესი, კბილის დაბჟენა ერთ ვიზიტში სრულდება, ხანგრძლივობა კი დაზიანების მოცულობაზეა დამოკიდებული. თუ დაავადებამ პულპას მიაღწია და არხების მკურნალობა გახდა საჭირო, პროცედურა შესაძლოა რამდენიმე ვიზიტად ჩატარდეს. ზუსტ გეგმას სტომატოლოგი კონსულტაციისა და დიაგნოსტიკის შემდეგ ადგენს.

შეიძლება თუ არა კარიესი თავისით გაქრეს?

თუ კარიესმა უკვე ღრუ წარმოქმნა, კბილი თავისით ვეღარ აღდგება. ასეთ შემთხვევაში დაზიანებული ქსოვილის მოცილება და მისი აღდგენა საჭიროა. პროცესის შეჩერება მხოლოდ საწყის, თეთრი ლაქის ეტაპზე მინერალების აღდგენითა და ჰიგიენის გაუმჯობესებითაა შესაძლებელი. იმის დადგენა, რომელ ეტაპზეა დაზიანება, მხოლოდ სტომატოლოგს შეუძლია.

შეიძლება თუ არა კარიესის გამო კბილის ამოღება გახდეს საჭირო?

თუ კბილი იმდენადაა დაზიანებული, რომ მისი შენარჩუნება ვეღარ ხერხდება, შესაძლოა კბილის ქირურგია გახდეს საჭირო. კბილის ამოღების საჭიროებას ექიმი დათვალიერებისა და შესაბამისი კვლევების შემდეგ ადგენს.

რატომ ირჩევენ პაციენტები „ნბ დენტალი - ნინო ბერიძის კლინიკას“?

სტომატოლოგიური კლინიკა მრავალი წელია არსებობს და თბილისში ორი ფილიალით ემსახურება როგორც ზრდასრულებს, ისე ბავშვებს.

კლინიკაში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები და ხარისხიანი მასალები გამოიყენება. გამოცდილი ექიმების გუნდი თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად აფასებს და მკურნალობის გეგმას კბილის მდგომარეობის მიხედვით ადგენს.

„ნბ დენტალი - ნინო ბერიძის კლინიკაში“ ყურადღება ექცევა არა მხოლოდ მკურნალობის ხარისხს, არამედ პაციენტის გამოცდილებასაც. ექიმები პროცედურის თითოეულ ეტაპს წინასწარ განიხილავენ, კითხვებს პასუხობენ და ცდილობენ, ვიზიტმა მშვიდ და კომფორტულ გარემოში ჩაიაროს.

რაზეა დამოკიდებული კარიესის მკურნალობის ფასი?

კარიესის მკურნალობის ფასი კბილის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ღირებულებაზე გავლენას ახდენს დაზიანების სიღრმე და ისიც, საჭიროა თუ არა კბილის არხების მკურნალობა. ზუსტ ფასს ექიმი კონსულტაციისა და დიაგნოსტიკის შემდეგ გეტყვით. ამავე კონსულტაციაზე შეგიძლიათ დააზუსტოთ, რა ღირს ბრეკეტების ჩასმა, კბილების გათეთრება, პროფესიული წმენდა ან იმპლანტაცია.

კლინიკა გადახდის რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ. თანხა შეგიძლიათ ნაწილ-ნაწილ სერვისით გადაიხადოთ ან პარტნიორი ბანკების განვადებით ისარგებლოთ.

შესაძლებელია თუ არა „ნბ დენტალი - ნინო ბერიძის კლინიკაში“ ბავშვთა კარიესის მკურნალობა?

კარიესი ბავშვებში გავრცელებულია და მათ NB Dental KIDS-ის ფილიალი ემსახურება (დავით თავხელიძის ქ. 1), სადაც ბავშვთა სტომატოლოგები სარძევე კბილების დაზიანებებსაც მკურნალობენ.

როგორ ჩავეწეროთ კონსულტაციაზე?

კონსულტაციის დასაგეგმად დაგვიკავშირდით ნომერზე: (032 2) 32 22 27 ან მოგვწერეთ ელფოსტაზე: info@nbdental.ge.

კლინიკა მდებარეობს საბურთალოზე (დავით თავხელიძის ქ. 1ა) და მუშაობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 09:30-დან 20:00 საათამდე.

Call Now Button