პაროდონტოლოგია
პაროდონტოლოგია სტომატოლოგიის მიმართულებაა, რომელიც ღრძილებისა და კბილის გარშემო არსებული ქსოვილების დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მოიცავს. კბილის სიმყარე ამ ქსოვილების ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული, ამიტომ მათი დაზიანება ღიმილის მომხიბვლელობაზეც აისახება.
„ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკის“ პაროდონტოლოგები ღრძილების მდგომარეობას აფასებენ, დიაგნოზს სვამენ და თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის შესაბამის მეთოდს არჩევენ. ყველა საჭირო პროცედურა ერთ კლინიკაში თითქმის უმტკივნეულოდ ტარდება.
დაჯავშნეთ პაროდონტოლოგის კონსულტაცია
რა დროს უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს?
სტომატოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ერთ-ერთი მაინც აღგენიშნებათ:
სისხლდენა გახეხვისას
კბილების გახეხვის ან ძაფით გაწმენდის დროს ღრძილებიდან სისხლი მოგდით.
შესიება და სიწითლე
ღრძილები შესიებული და შეწითლებულია, ან შეხებისას გტკივათ.
ღრძილის დაწევა
ღრძილმა დაიწია და კბილი ვიზუალურად ჩვეულებრივზე გრძელი ჩანს.
მომატებული მგრძნობელობა
კბილი ცივ ან ცხელ საკვებსა თუ სასმელზე ზედმეტად მგრძნობიარე გახდა.
უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან
უსიამოვნო სუნი კბილების გახეხვის შემდეგაც გაწუხებთ.
პაროდონტოლოგია მხოლოდ უკვე გამოვლენილი პრობლემების მკურნალობით არ შემოიფარგლება, ამიტომ პერიოდული ვიზიტი მაშინაც საჭიროა, როცა არაფერი გაწუხებთ. გეგმური შემოწმება განსაკუთრებით სჭირდებათ მწეველებს, ორსულებს, დიაბეტის მქონე პირებსა და მათ, ვინც ბრეკეტებს ატარებს.
სტომატოლოგთან კონსულტაცია უმტკივნეულოა და დიდ დროს არ მოითხოვს. პაროდონტოლოგი ღრძილებს შეამოწმებს და გეტყვით, გჭირდებათ თუ არა დამატებითი მოვლა ან მკურნალობა.
რას მოიცავს პაროდონტოლოგიური მკურნალობა „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკაში“?
პაროდონტოლოგი მკურნალობის მეთოდს ღრძილების მდგომარეობის შეფასების შემდეგ არჩევს, რადგან ზოგ პაციენტს მხოლოდ პროფესიული წმენდა სჭირდება, ზოგს კი ღრმა წმენდა, ღრძილების კორექცია ან პაროდონტიტის მკურნალობა.
პროფესიული წმენდა
კბილებზე დაგროვილი ნადები დროთა განმავლობაში მაგრდება და ე.წ. ქვად იქცევა, რომელსაც ჩვეულებრივი ჯაგრისი ვეღარ აშორებს. პროფესიული წმენდის დროს ექიმი-სტომატოლოგი სპეციალური აპარატით აშორებს ნადებსა და ქვას, შემდეგ კი კბილის ზედაპირს აპრიალებს. ხშირად მხოლოდ ეს პროცედურაა საკმარისი, რომ ღრძილების მსუბუქმა ანთებამ გაიაროს.
ღრმა წმენდა (სკეილინგი და ფესვის დამუშავება)
რთულ შემთხვევებში ნადები ღრძილის ქვემოთ, კბილის ფესვის ზედაპირზეც გროვდება. ასეთ დროს პაროდონტოლოგი ღრძილის ქვეშ დაგროვილ ნადებსა და ქვას აშორებს და ფესვის ზედაპირს ამუშავებს, რათა ღრძილი კბილს კვლავ მჭიდროდ მიეკრას. ამ პროცედურის დროს იწმინდება ის ადგილებიც, რომელთა გაწმენდა ჯაგრისით ან ჩვეულებრივი პროფესიული წმენდით შეუძლებელია. ეს პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება, ამიტომ მტკივნეული საერთოდ არ არის.
ღრძილების კორექცია
არის შემთხვევები, როცა ღრძილი კბილის ზედაპირის დიდ ნაწილს ფარავს, ზოგჯერ კი პირიქით - ქვემოთ იწევს, ანუ განილევა. კორექციის დროს ექიმი-სტომატოლოგი ზედმეტ ქსოვილს აშორებს ან დაწეულ ღრძილს აღადგენს. შედეგად, ღიმილი უფრო მომხიბვლელი ხდება და კბილიც საიმედოდ არის დაცული.
პაროდონტიტის მკურნალობა
როდესაც ანთება ღრძილიდან კბილის გარშემო არსებულ ქსოვილებზეც ვრცელდება, ვითარდება პაროდონტიტი. მკურნალობა დაავადების სიმძიმისა და ქსოვილების მდგომარეობის მიხედვით იგეგმება. ზოგჯერ ის რამდენიმე ეტაპს მოიცავს და ღრმა წმენდასთან ერთად ქირურგიული ჩარევაც შეიძლება გახდეს საჭირო.

პირის ღრუს დეტალური შემოწმების შემდეგ პაროდონტოლოგი გეტყვით, რომელი პროცედურა იქნება თქვენთვის ყველაზე ეფექტური, ამიტომ სტომატოლოგთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვირეკეთ ნომერზე: (032 2) 32 22 27 ან მოგვწერეთ ელფოსტაზე: info@nbdental.ge.
როგორ მიმდინარეობს პაროდონტოლოგიური მკურნალობა?
„ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკაში“ პაროდონტოლოგია მკურნალობის ოთხ ძირითად ეტაპს მოიცავს:
კონსულტაცია და დიაგნოსტიკა
პირველ ვიზიტზე პაროდონტოლოგი სპეციალური ინსტრუმენტით ამოწმებს ღრძილებს და აფასებს, რამდენად მჭიდროდ ეკვრის ღრძილი კბილს. საჭიროების შემთხვევაში ექიმი-სტომატოლოგი რენტგენის გადაღებასაც გირჩევთ, რადგან სურათზე გამოჩნდება, დაზიანებულია თუ არა კბილის გარშემო არსებული ძვალი.

მკურნალობის გეგმის შედგენა
დიაგნოსტიკის შემდეგ პაროდონტოლოგი შეადგენს მკურნალობის გეგმას და წინასწარ გეტყვით, რომელი პროცედურები დაგჭირდებათ, რა თანმიმდევრობით ჩატარდება და რამდენი ვიზიტი იქნება საჭირო. კითხვების დასმა მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე შეგიძლიათ, რადგან ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, სრულად ინფორმირებული იყოთ.
მკურნალობა
პროცედურები წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით ჩატარდება. ღრმა წმენდისა თუ ქირურგიული ჩარევის დროს პაროდონტოლოგი ადგილობრივ ანესთეზიას გამოიყენებს, ამიტომ ტკივილს ფაქტობრივად ვერ იგრძნობთ. მკურნალობის დროს პაროდონტოლოგი იმასაც გასწავლით, როგორ მოუაროთ ღრძილებს სახლში.
შედეგის შენარჩუნება
მკურნალობის შედეგის შესანარჩუნებლად ღრძილებს ყოველდღიური მოვლა სჭირდება. პირადი ექიმი-სტომატოლოგი შეგირჩევთ ჯაგრისსა და ჰიგიენის დამატებით საშუალებებს, გეტყვით, როგორ გამოიყენოთ ისინი და შემდეგი გეგმური კონსულტაციის თარიღსაც თქვენთან შეათანხმებს.
რატომ ირჩევენ პაციენტები „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკას“?
„ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკის“ პროფესიონალ სტომატოლოგთა გუნდი 2010 წლიდან პაციენტების ჯანსაღ და ლამაზ ღიმილზე ზრუნავს. მას შემდეგ კლინიკა გაფართოვდა და დღეს პაციენტებს სტომატოლოგიის თითქმის ყველა მიმართულებით ემსახურება. ამიტომ ღრძილების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და შემდგომი გეგმური შემოწმება ერთ კლინიკაში ტარდება.
თუ ღრძილების მკურნალობისას სხვა სპეციალისტის ჩართვაც გახდება საჭირო, პაროდონტოლოგი მასთან ითანამშრომლებს. მაგალითად, ზოგ პაციენტს კარიესის მკურნალობა, პროთეზირება ან იმპლანტის ჩასმაც სჭირდება. ასეთ შემთხვევაში ექიმები საერთო გეგმას ადგენენ და პროცედურების თანმიმდევრობას ერთად განსაზღვრავენ.

პროფესიონალიზმთან ერთად, ჩვენთვის უმთავრესია პაციენტებზე განსაკუთრებული ზრუნვა. ვცდილობთ, კლინიკაში მოსულ თითოეულ ადამიანს მშვიდი და მყუდრო გარემო შევუქმნათ, რათა ვიზიტმა დაძაბულობისა და სტრესის გარეშე ჩაიაროს.
დაგეგმეთ პაროდონტოლოგთან კონსულტაცია
თუ შეამჩნიეთ, რომ ღრძილი განილია, ან გაწუხებთ სისხლდენა, შეშუპება, პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი ან კბილის მორყევა, დაგეგმეთ ვიზიტი „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკის“ პაროდონტოლოგთან.
სტომატოლოგიურ კლინიკაში კონსულტაციის დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე: (032 2) 32 22 27 ან მოგვწერეთ ელფოსტაზე: info@nbdental.ge.
კლინიკა საბურთალოზე, დავით თავხელიძის ქუჩის №1ა-ში მდებარეობს და ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:30-დან 20:00 საათამდე მუშაობს.
ხშირად დასმული კითხვები
მტკივნეულია თუ არა ღრძილების მკურნალობა?
პროფესიული წმენდა ჩვეულებრივ უმტკივნეულოა. ღრმა წმენდისა და ქირურგიული ჩარევის დროს პაროდონტოლოგი ადგილობრივ ანესთეზიას იყენებს, ამიტომ ტკივილს ვერ იგრძნობთ. მკურნალობის შემდეგ ღრძილები შეიძლება რამდენიმე დღე მგრძნობიარე იყოს, თუმცა ეს დროებითია და მალევე გაივლის.
ღრძილებიდან სისხლდენა ყოველთვის გართულებაზე მიუთითებს?
არა, ზოგჯერ სისხლდენას კბილების ზედმეტად ძლიერად გახეხვა ან ახალი ჯაგრისის გამოყენება იწვევს. თუ სისხლდენა ხშირად მეორდება, პაროდონტოლოგთან ვიზიტი საჭიროა, რადგან ის შეიძლება ღრძილების ანთების ნიშანი იყოს.
პაროდონტიტს ყოველთვის ახლავს ტკივილი?
არა, პაროდონტიტი ზოგჯერ ტკივილის გარეშე, შეუმჩნევლად ვითარდება. პაროდონტიტზე შეიძლება მიუთითებდეს ღრძილებიდან სისხლდენა, ღრძილის დაწევა, კბილებს შორის სივრცის გაჩენა ან კბილის მორყევა.
შესაძლებელია თუ არა პაროდონტიტის შეჩერება?
დიახ, თანამედროვე პაროდონტოლოგია პაროდონტიტის შესაჩერებლად და გასაკონტროლებლად მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს იყენებს. დაკარგული ძვლოვანი ქსოვილი ყოველთვის სრულად ვერ აღდგება, თუმცა მკურნალობა დარჩენილ ქსოვილებს შემდგომი დაზიანებისგან იცავს.
რამდენი ვიზიტია საჭირო?
ვიზიტების რაოდენობა პირის ღრუსა და ღრძილების მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ზოგ შემთხვევაში ერთი პროფესიული წმენდაც საკმარისია, ღრმა წმენდა კი შეიძლება რამდენიმე ვიზიტში ჩატარდეს. რამდენი ვიზიტი დაგჭირდებათ, ექიმი პირველი კონსულტაციისა და დიაგნოსტიკის შემდეგ გეტყვით.
რა ღირს პაროდონტოლოგიური მკურნალობა?
მკურნალობის ღირებულება პრობლემის სირთულესა და საჭირო პროცედურებზეა დამოკიდებული. ზუსტ ფასს პაროდონტოლოგი პირის ღრუს შემოწმების შემდეგ გეტყვით.

