NB Dental — პროფესიული ზრდისა და საერთაშორისო გამოცდილების გზა

NB Dental კვლავ რჩება ინოვაციისა და პროფესიული განვითარების ლიდერად სტომატოლოგიის სფეროში. 9–12 ოქტომბერს NB Dental-ის ორგანიზებითა და ინიციატივით გაიმართა მაღალი დონის ორთოდონტიული და გნათოლოგიური ტრენინგების სერია, რომლის მთავარი თემები იყო თანამედროვე მიდგომები ბავშვთა და მოზრდილთა ორთოდონტიაში, ოკლუზიასა და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციის მკურნალობაში.

9 ოქტომბერს სასტუმრო Hilton Garden Inn-ში NB Dental-ის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო ორთოდონტიული კონფერენცია თემით „ბავშვთა ასაკის ორთოდონტია“, რომელსაც რუმინეთიდან მოწვეული ტოპ სპიკერები ხელმძღვანელობდნენ. მონაწილეებმა გაეცნენ თანამედროვე და ეფექტურ მკურნალობის მეთოდებს, ციფრული დიაგნოსტიკის უახლეს ტექნოლოგიებსა და მათ როლს იდეალური და სტაბილური შედეგების მისაღწევად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პაციენტის ზრდის ტიპზე მორგებულ მკურნალობის ტაქტიკას და მიღებული შედეგების შენარჩუნებას ათწლეულების შემდეგაც.

10, 11 და 12 ოქტომბერს NB Dental-ის ორგანიზებით ჩატარდა გნათოლოგიური მასტერ-კლასი თემაზე „ოკლუზია და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დიაგნოსტიკა და დისფუნქციის მკურნალობა“, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ ოფის კურსს NB Dental-ის კლინიკაში. 12 ოქტომბერს კლინიკამ უმასპინძლა კოლეგა ორთოდონტებს, რომლებმაც ევროპელ მენტორებთან ერთად გაიარეს საფეთქელ-ქვედა ყბის დიაგნოსტიკის ყველა კლინიკური ეტაპი. მასტერკლასს ესწრებოდა NB Dental-ის ორთოდონტების გუნდი, რომლებმაც გამოცდილების გაზიარება და პროფესიული განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაგრძეს.

სესიის ფარგლებში განხილულ იქნა პაციენტის დიაგნოსტიკის თანამედროვე პრინციპები — როგორ ხდება შეფასება სახის რკალისა და არტიკულატორის გამოყენებით, როგორ განისაზღვრება ტკივილის რუკა და როგორ იმართება პროცესი ლაბორატორიულ დონეზე.

NB Dental მუდმივად ისწრაფვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და საკუთარი გუნდის პროფესიული განვითარების გაძლიერებისკენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველი პაციენტი მიიღოს მკურნალობა ევროპული სტანდარტებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინდივიდუალურად მორგებული მიდგომით — რათა თითოეული ღიმილი იყოს ჯანმრთელი, ჰარმონიული და ბუნებრივი.



ნინო ბერიძე, NB Dental-ის დამფუძნებელი:

“ჩვენი მიზანია საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში გადმოტანა და ჩვენი სპეციალისტების განვითარება ისე, რომ თითოეული მათგანი იყოს მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალი. მიხარია, რომ NB Dental-ის ინიციატივით ჩატარებული ღონისძიებები სცდება მხოლოდ ერთი კლინიკის ფარგლებს — რეალურად, ჩვენ ქვეყნის მასშტაბით ვავითარებთ ორთოდონტიას და ვქმნით ახალ პროფესიულ სტანდარტებს საქართველოში.

ეს არის საერთო პროგრესის პროცესი, რომელიც აერთიანებს ქართველ და ევროპელ კოლეგებს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ირგვლივ.

ჩემი გუნდის განვითარება ჩემთვის ყველაზე დიდი ინვესტიციაა. როცა ვხედავ, როგორ იზრდებიან ჩვენი ექიმები და როგორ იზიარებენ საერთაშორისო გამოცდილებას, ვგრძნობ, რომ NB Dental-ის მთავარი ღირებულება — განვითარება და უკეთესობისკენ სწრაფვა — გარდაიქმნება ჩვენი პაციენტების ჯანსაღ და ხარისხიან ღიმილებად.”

Call Now Button