თვითლიგირებადი ბრეკეტები
თვითლიგირებადი (ულიგატურო) ბრეკეტების დროს რკალის ფიქსაცია ხდება არა ლიგატურების (ფერადი ან უფერო რეზინების) საშუალებით, როგორც ჩვეულებრივ ბრეკეტებში, არამედ თვით ბრეკეტების სპეციალური საკეტებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სტანდარტულ ბრეკეტებში რკალის დასაფიქსირებლად ლიგატურა საკმაოდ მჭიდროდ ეჭირება და ხშირ შემთხვევაში ახდენს რკალის ბლოკირებას.
კბილების გასწორების დროს, რკალმა ბრეკეტებში რომ იმოძრაოს, საკმაოდ დიდი ძალა და დრო უნდა დაკარგოს. თვითლიგირებად ბრეკეტებში კი რკალის ბლოკირება არ ხდება, რაც საშუალებას აძლევს კბილებს გადაადგილდნენ უფრო სწრაფად, სუსტი და ფიზიოლოგიური ძალების გამოყენებით.
ამ მეთოდის კლინიკური შედეგი დიდია:
- მკურნალობის საერთო ხანგძლივობა მცირდება.
- კბილების ამოღების აუცილებლობა მინიმუმადეა დაყვანილი.
- ექიმთან ვიზიტების რაოდენობა შემცირებულია
- ხდება როგორც ექიმის, ისე პაციენტის დროის ეკონომია.
- ბრეკეტების ტარება უფრო კომფორტულია.