ღრძილების კორექცია
იდეალური ღიმილის ფორმულა მხოლოდ კბილების სითეთრით არ განისაზღვრება; უდიდესი მნიშვნელობა აქვს „ღიმილის ხაზს“ – ჰარმონიას ტუჩის ქვედა კიდესა და ღრძილების კონტურს შორის. ჩვენს კლინიკაში ღრძილების კორექცია საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ სასურველი ვიზუალური ეფექტი და, რაც მთავარია, უზრუნველვყოთ კბილების გრძელვადიანი ჯანმრთელობა.
როდის არის საჭირო კორექცია?
ხშირად, ღიმილის დროს ღრძილები ფართოდ ჩანს, კბილების გვირგვინოვანი ნაწილი კი სახის მოყვანილობასთან შედარებით მოკლეა. ასეთ დროს ლაზერული ან რეზექციული მეთოდით ხდება ღრძილის კონტურის შეცვლა, რაც ვიზუალურად აგრძელებს კბილს და ღიმილს უფრო პროპორციულს ხდის.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ჯანმრთელობისთვის? ესთეტიკაზე მეტად, მნიშვნელოვანია ღრძილის ფუნქციური მდგომარეობა:
- დაცვა: სწორი დგომის ღრძილი საიმედოდ იცავს კბილს დაზიანებისგან.
- პრევენცია: არასწორი კონტური ზრდის კბილების დაზიანებისა და ანთებითი პროცესების განვითარების რისკს.
როგორ ტარდება პროცედურა?
გადმოზრდილი ღრძილის კორექტირება თანამედროვე სტომატოლოგიაში სრულიად უმტკივნეულო მანიპულაციაა:
- ადგილობრივი ანესთეზია: პროცედურა ტარდება სრული გაუტკივარებით.
- ინვაზიის გარეშე: კორექცია ხდება კანზე განაკვეთის გარეშე.
- მეთოდები: კონტურის შეცვლა შესაძლებელია როგორც ლაზერის, ისე რეზექციის საშუალებით, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე.
- რეაბილიტაცია: პოსტ–ოპერაციული პერიოდი რამდენიმე კვირა გრძელდება და, როგორც წესი, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე მიმდინარეობს.
ღრძილის რეცესია: რთული პრობლემის ეფექტური გადაჭრა
ღრძილის რეცესია (აწევა) შედარებით მწვავე პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. ამ დროს კბილის ყელი შიშვლდება, რაც იწვევს მგრძნობელობას და დაზიანების რისკს.
ჩვენს კლინიკაში ვიყენებთ მკურნალობის ყველაზე გამართლებულ ქირურგიულ მეთოდს – ღრძილის გადანერგვას (ტრანსპლანტაციას)
შედეგი: სრულად აღდგენილი ღრძილის ქსოვილი და დაცული კბილები.
- პერიოდი: საბოლოო რეაბილიტაცია და ქსოვილების სრული ინტეგრაცია დაახლოებით 6 თვე გრძელდება, თუმცა შედეგი სტაბილური და სიცოცხლისუნარიანია.