კბილის დაბჟენა
- პაციენტების შეფასებები Google-ზე
- 2010 წლიდან
- ორი დიდი ფილიალი
- 2010 წლიდანთქვენს სამსახურში
- ორი დიდი ფილიალიდავით თავხელიძის # 1 და # 1ა
- ციფრული ტექნოლოგიებიპროფესიონალი ექიმები
- სრული მომსახურებაზრდასრულებისა და ბავშვებისთვის
კბილის დაბჟენა „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკაში“ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ჩატარებული სტომატოლოგიური პროცედურაა. დაბჟენის დროს ექიმი კარიესით დაზიანებულ ქსოვილს აშორებს და კბილს საბჟენი მასალით აღადგენს.
როდის არის საჭირო კბილის დაბჟენა?
კბილის დაბჟენა უმეტესად მაშინ არის საჭირო, როდესაც კარიესის გამო კბილში ღრუ წარმოიქმნება. თუმცა ადრეულ ეტაპზე, სანამ ღრუ ჩამოყალიბდება, ექიმმა შეიძლება ფტორით მკურნალობა და პირის ღრუს მოვლის წესის შეცვლა გირჩიოთ. მკურნალობის მეთოდი დაზიანების სიღრმესა და მოცულობაზეა დამოკიდებული.
საწყის ეტაპზე კარიესი მინანქარზე ვითარდება და ხშირად სიმპტომები არ ახლავს, რადგან მინანქარში ნერვული დაბოლოებები არ არის. ტკივილი კი შესაძლოა მაშინ გაჩნდეს, როდესაც დაზიანება უფრო ღრმა ქსოვილებამდე აღწევს. ამიტომ კარიესი ზოგჯერ მაშინაც არსებობს, როცა კბილი არ გტკივათ.
კარიესის ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად სტომატოლოგთან ვიზიტი რეგულარულად დაგეგმეთ, მაშინაც, თუ არაფერი გაწუხებთ.
მტკივნეულია თუ არა კბილის დაბჟენა?
პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება და დაბჟენის დროს ტკივილი არ შეგაწუხებთ. მცირე დისკომფორტი შესაძლოა მხოლოდ ანესთეზიის გაკეთებისას, წამიერი ჩხვლეტის სახით იგრძნოთ.
თუ სტომატოლოგთან ვიზიტი მაინც გაღელვებთ, ამის შესახებ სტომატოლოგს წინასწარ აცნობეთ. ის პროცედურის ტემპს თქვენს შეგრძნებებს მოარგებს და საჭიროების შემთხვევაში შეგასვენებთ. ძლიერი შიშის შემთხვევაში, განსაკუთრებით ბავშვებში, „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკაში“ კბილის დაბჟენა ზოგადი ანესთეზიით ანუ ნარკოზითაც ტარდება.
როგორ შეირჩევა კომპოზიტური ბჟენის ფერი?
თანამედროვე კომპოზიტური მასალები მრავალ ფერსა და ტონში იწარმოება, ამიტომ შესაძლებელია, ბჟენის ფერი ბუნებრივი კბილის შეფერილობის მიხედვით შეირჩეს და მისგან თითქმის არ განსხვავდებოდეს.

დროთა განმავლობაში ძველმა ბჟენმა შესაძლოა ფერი ნამდვილად შეიცვალოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი კიდეები დაზიანდა და ამ უბანში პიგმენტები დაგროვდა. თუ დაზიანებული უბანი დიდია და მხოლოდ დაბჟენა საკმარისი არ არის, სტომატოლოგმა შესაძლოა მხატვრული რესტავრაცია გირჩიოთ.
რამდენ ხანს ძლებს ბჟენი?
ბჟენის გამძლეობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის მის ზომაზე, კბილის მდებარეობასა და ღეჭვის დროს დატვირთვის ინტენსივობაზე. საორიენტაციოდ შეიძლება ითქვას, რომ კომპოზიტური ბჟენის გამოყენების საშუალო ვადა დაახლოებით 7 წელია, თუმცა მცირე ზომის ბჟენი, პირის ღრუს სწორი მოვლის შემთხვევაში, შესაძლოა 10 წელზე მეტხანსაც შენარჩუნდეს.
მის მდგომარეობაზე ღრძილების ჯანმრთელობაც მოქმედებს. თუ ანთებითი პროცესი მიმდინარეობს ან ღრძილი კბილის ზედაპირისგან დაშორებულია, ბჟენის კიდეებთან ნადები უფრო ადვილად დაგროვდება და კარიესის წარმოქმნის რისკიც გაიზრდება. ამიტომ ღრძილებიდან სისხლდენის, შეშუპების ან სხვა ჩივილების შემთხვევაში სასურველია პაროდონტოლოგთან კონსულტაცია.
როდის გამოიყენება დროებითი ბჟენი?
დროებითი ბჟენი მკურნალობის შუალედურ ეტაპზე გამოიყენება, მაგალითად, არხების დამუშავების შემდეგ, საბოლოო დაბჟენამდე. მასალა ნაკლებად გამძლეა და მალე ცვდება, ამიტომ თუ ის დანიშნულ ვადაზე მეტხანს დარჩება პირის ღრუში, შესაძლოა მისი კიდეები დაზიანდეს და ღრუში ბაქტერიებმა შეაღწიოს. სტომატოლოგის მიერ განსაზღვრული ვადა გაითვალისწინეთ და მკურნალობის დასრულება არ გადადოთ.
რატომ არის საჭირო სარძევე კბილის დაბჟენა?
თუ სარძევე კბილის კარიესის მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, დაზიანებამ შესაძლოა კბილის შიდა ქსოვილებამდე შეაღწიოს, ფესვის ირგვლივ ანთება გამოიწვიოს და მუდმივი კბილის ჩანასახიც დააზიანოს. ამიტომ სარძევე კბილის დროული დაბჟენა ამცირებს ტკივილისა და გართულებების რისკს და მნიშვნელოვანია მუდმივი კბილის ჯანმრთელობისთვისაც.
NB Dental KIDS-ში პატარების პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ბავშვთა სტომატოლოგები და ორთოდონტები კოორდინირებულად ზრუნავენ. ისინი კარიესს მკურნალობენ, თანკბილვის განვითარებას აფასებენ და საჭიროების შემთხვევაში ორთოდონტიულ მკურნალობასაც გეგმავენ.

კბილის დაბჟენა ბევრ პაციენტს აშინებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ იცის, როგორ ჩაივლის პროცედურა. ამ შიშის გამო სტომატოლოგთან ვიზიტი ხშირად ჭიანურდება, კარიესი კი ამასობაში კბილის ქსოვილებს უფრო მეტად აზიანებს. იმედი გვაქვს, ჩვენი სტომატოლოგების განმარტებებმა თქვენს კითხვებს პასუხი გასცა, შიში შეგიმსუბუქათ და ახლა „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკაში“ ვიზიტს უფრო მშვიდად დაგეგმავთ.
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს კბილის დაბჟენა?
კბილის დაბჟენის ფასი დაზიანების ზომასა და სიღრმეზე, ასევე შერჩეულ მასალაზეა დამოკიდებული. ზოგ შემთხვევაში შეიძლება დამატებითი დიაგნოსტიკა ან არხების მკურნალობაც გახდეს საჭირო, რაც საბოლოო ღირებულებაზეც აისახება. ზუსტ ფასს სტომატოლოგი კბილის დათვალიერებისა და დიაგნოსტიკის შემდეგ გეტყვით.
შეიძლება თუ არა კბილის დაბჟენა ორსულობის დროს?
კბილის დაპლომბვა, ანუ დაბჟენა, ორსულობის დროსაც შესაძლებელია. თუ კბილი გტკივათ ან ინფექციის ნიშნებია, მკურნალობის გადადება არ ღირს. ორსულობის შესახებ სტომატოლოგს წინასწარ უთხარით, რათა მან მდგომარეობის გათვალისწინებით იმოქმედოს.
რამდენ ხანს გრძელდება კბილის დაბჟენა?
ერთი კბილის დაბჟენას დაახლოებით 30-დან 60 წუთამდე სჭირდება. თუ დაზიანება ღრმაა და არხების მკურნალობაც საჭიროა, მკურნალობას მეტი დრო და შესაძლოა რამდენიმე ვიზიტიც დასჭირდეს.
როდის აღარ არის საკმარისი დაბჟენა?
თუ კბილის დიდი ნაწილია დაზიანებული, მხოლოდ ბჟენი შესაძლოა საკმარისი აღარ იყოს. ასეთ შემთხვევაში სტომატოლოგმა შეიძლება აღდგენის სხვა მეთოდი, მაგალითად, ჩანართი ან გვირგვინი, გირჩიოთ. თუ კბილის შენარჩუნება ვეღარ ხერხდება, მისი ჩანაცვლების ერთ-ერთი გზა დენტალური იმპლანტაცია.
„ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკაში“ საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მიმართულების სტომატოლოგები კოორდინირებულად მუშაობენ და მკურნალობის ეტაპებს წინასწარ გეგმავენ.
როგორ უნდა ჩაეწეროთ კონსულტაციაზე?
კონსულტაციის დასაგეგმად დაგვიკავშირდით ნომერზე (032 2) 32 22 27 ან მოგვწერეთ ელფოსტაზე info@nbdental.ge.
„ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკის“ ორივე ფილიალი საბურთალოზე, დავით თავხელიძის ქუჩაზე მდებარეობს. კლინიკა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 09:30 საათიდან 20:00 საათამდე ფუნქციონირებს.
პაციენტების შეფასებები
-
EElis88
სანდო და პროფესიონალთა გუნდი სადაც ყველა საჭირო პროცედურა მაღალ დონეზე ტარდება ❤️
გამოქვეყნებულია Google-ზე -
Iilia lomitashvili
დიდი მადლობა ამ კლინიკას ესეთი პროფესიონალიზმისთვის. ასევე მადლობა ჩემს ექიმს ნანა დავითურს ❤️💜
გამოქვეყნებულია Google-ზე -
NNino Lomidze
Nino Phalavandishvili is a professional and kind dentist. Recommend
გამოქვეყნებულია Google-ზე