ექიმი-ორთოდონტი | NB Dental-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი | ლექტორი
ნინო ბერიძე არის ექიმი-ორთოდონტი, NB Dental-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილებით. მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია თანამედროვე და ციფრული ორთოდონტია, ელაინერებით მკურნალობა, ორთოდონტიული ბიომექანიკა, მოზარდებისა და ზრდასრულების ორთოდონტიული მკურნალობა, რთული თანკბილვის ანომალიების მართვა და მულტიდისციპლინური მკურნალობის დაგეგმვა.
2010 წელს დააფუძნა ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი, რომლის განვითარების შედეგად შეიქმნა NB Dental – მულტიდისციპლინური სტომატოლოგიური კლინიკა. კლინიკურ საქმიანობასთან ერთად აქტიურად არის ჩართული პროფესიულ განათლებაში, ატარებს სალექციო კურსებსა და მასტერკლასებს და მონაწილეობს პროფესიულ კონგრესებსა და კონფერენციებში როგორც მომხსენებელი.
NB Dental – დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
NB Edu / სასწავლო ცენტრი – დამფუძნებელი
საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაცია (GAPD) – დამფუძნებელი
GAPD – პრეზიდენტი, 2018-2023
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია – ექსპერტთა საბჭოს წევრი
ციფრული ორთოდონტია და ელაინერები • Invisalign • კომპლექსური მულტიდისციპლინური მკურნალობის დაგეგმვა • ორთოდონტიული ბიომექანიკა • მოზარდებისა და ზრდასრულების ორთოდონტია • II და III კლასის ანომალიების მართვა • ღრმა და ღია თანკბილვა • ჩონჩხოვანი გაფართოება • ექსტრაქციული და არაექსტრაქციული მკურნალობის დაგეგმვა • ორთოგნათიული ქირურგიისთვის ორთოდონტიული მომზადება • TMJ და ოკლუზია
2010-დღემდე – NB Dental | დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; ექიმი-ორთოდონტი
2006-2009 – Cedex | ექიმი-ორთოდონტი
2003-2009 – Denta+ | ექიმი-ორთოდონტი
2003-2006 – Geodent | ექიმი-ორთოდონტი
1995-2000 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სტომატოლოგიის ფაკულტეტი
2000-2002 – ურალის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, ეკატერინბურგი – სრული კლინიკური რეზიდენტურა ორთოდონტიაში
2014-2016 – FACE Treatment Philosophy – საერთაშორისო ორთოდონტიული Mini-Residency, სტამბოლი, თურქეთი
FACE Evolution – Madrid, Spain
Office Course in Modern Orthodontics – San Sebastián, Spain
Invisalign Certification Training
Aligner Office Course – Riga, Latvia
Management of Temporomandibular Pathologies – Rome, Italy
Orthognathic Surgery Advanced Course – Turkey
Digital Orthodontics: State of the Art and Future – Prof. Ravindra Nanda
Functional Occlusion / TMJ – Prof. Jeffrey Okeson
Modern Orthodontics – Dr. Domingo Martin
MSE Seminar – Prof. Won Moon
Pediatric Orthodontics – Marco Rosa
2018 წლიდან ნინო ბერიძე არის „თანამედროვე ორთოდონტიის“ 1 წლიანი საავტორო პროგრამის შემქმნელი და ლექტორი. პროგრამა მოიცავს ორთოდონტიულ დიაგნოსტიკას, ბიომექანიკას, შერეული და მუდმივი თანკბილვის მართვას, მკურნალობის დაგეგმვასა და კლინიკურ სტრატეგიებს. ასევე არის Archwire Masterclass-ის ავტორი.
2026 – Georgia International Dental Show (GIDS) – „ციფრული დაგეგმვიდან კლინიკურ შედეგამდე: ელაინერებით მკურნალობის ბიომექანიკა“
2025 – კონფერენცია „მულტიდისციპლინური სტომატოლოგია“ – „ორთოდონტიული მკურნალობის ეტაპები“
2025 – ინვიზალაინის კონგრესი – „ელაინერებით მკურნალობის უპირატესობანი“
2025 – საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის კონგრესი – „პრევენციიდან მკურნალობამდე – დენტალური ტრავმის რისკის შემცველი ანომალიების მართვა“
2024 – საქართველოს ფუნქციური ასოციაციის I გაერთიანებული კონგრესი – „ექსტრაქციები ორთოდონტიაში – როდის და რატომ“
2023 – ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგის IX გაერთიანებული კონგრესი – „მინი-იმპლანტების გამოყენება ორთოდონტიაში“
2023 – ფორესტადენტ ჯორჯია – „ნაღუნების მასტერ კლასი“
2022 – საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის XVIII საერთაშორისო კონგრესი – მომხსენებელი ორთოდონტიის მიმართულებით
ქართული • ინგლისური • რუსული