მსოფლიოში უკვე 17 მილიონმა ადამიანმა თავის ღიმილის სრულყოფისთვის აირჩია Invisalign სისტემა.
ჩვენი კლინიკის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ექიმი-ორთოდონტი 22 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, ნინო ბერიძე ერთ-ერთი პირველი ინვიზალაინ სერთიფიცირებული ექიმია, რომელიც წარმატებით მკურნალობს პაციენტებს ინვიზალაინით.
რა არის Invisalign?
თანამედროვე საზოგადოება ცხოვრების სწრაფი ტემპებიდან და სილამაზის ახალი სტანდარტებიდან გამომდინარე სტომატოლოგიის მუდმივ განვითარებას მოითხოვს. მინიმალური დისკომფორტი, მკურნალობის შემცირებული დრო და იდეალური შედეგი არის ის, რასაც დღეს სტომატოლოგთან მისული ყველა პაციენტი ელოდება.
ინვიზალიანი თითქმის უხილავი, გამჭვირვალე, მოსახსნელი კაპებია, რომლებიც 3D ვიზუალიზაციის ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, კომპიუტერული მოდელირებისა და ინდივიდუალური პარამეტრების მიხედვით ღიმილის სრული ტრანსფორმაციის საშულებას გაძლევთ. ეს ორთოდონტიაში დანერგილი ბოლო თაობის, ბრეკეტ-სისტემის შემცვლელი აპარატია და სრულად მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული.
ინვიზალიანის პრაქტიკულად უხილავი კაპები SmartTrack – უმაღლესი ხარისხის სპეციალური სამედიცინო, კომფორტული და გამძლე პლასტმასითაა დამზადებული, რომელიც ზუსტად მოერგება თქვენს კბილებს და კომფოტულად ე გაასწორებს თანკბილვას.
ბრეკეტებისგან განსხვავებით, ინვიზალაინით მკურნალობისას არ არსებობს კვებითი შეზღუდვები (შეგიძლიათ მიირთვათ რაც გინდათ, უბრალოდ მოიხსენით კაპები საკვების ან სასმელის მიღების დროს) და მარტივია დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა.
ჩვენი კლინიკა ინვიზალაინის (Invisalign) ოფიციალური პროვაიდერია და ჩვენი ყველა ორთოდონტი Invisalign სერტიფიცირებულია.
NB Dental – ნინო ბერიძის კლინიკაში ინვიზალაინით მკურნალობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
- პირველი საფეხურია კონსულტაცია და დიაგნოსტიკა – ექიმი შეაფასებს თქვენი პირის ღრუს მდგომარეობას. დიაგნოსტიკისათვის ჩვენ ვიყენებთ ბოლო თაობის ციფრულ – iTero სკანერს.
- მკურნალობის გეგმა – ექიმთან ერთად დეტალურად დაათვალიერებთ საკუთარ პირის ღრუს, განიხილავთ არსებულ პრობლემებს, ხოლო ექიმი სრული სიზუსტით დასახავს მკურნალობის გეგმას. iTero-ს საშუალებით თქვენ შეძლებთ ინვიზალაინით მკურნალობის შედეგი წინასწარ, პირველივე ვიზიტზე იხილოთ.
- ელაინერების მიღება – ამის შემდეგ, მკურნალობის გეგმის შესაბამისად, ხდება მხოლოდ თქვენზე მორგებულ ინვიზალაინის კაპების შეკვეთა. შემდეგ ვიზიტზე თქვენ უკვე მიიღებთ დამზადებული ელაინერების სერიას და მოირგებთ პირველ კაპას. კაპის თითო წყვილს ატარებთ 1-2 კვირის მანძილზე, მკურნალობის გეგმის შესაბამისად. ახლა, პროცესის წარმატება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. კაპები დღეში 20-22 საათის განმავლობაში უნდა ატაროთ და მოიხსნათ მხოლოდ კვებისა და ჰიგიენური პროცედურების დროს.
4.პერიოდული ჩექაფი: პერიოდულად, 6-8 კვირის ინტერვალით ექიმთან ვიზიტებია საჭირო, რომლის დროსაც ის მკურნალობის პროგრესს შეაფასებს და გადმოგცემთ ელაინერების შემდეგ კომპლექტს. ელაინერები გადააადგილებენ კბილებს მკაცრად კონტროლირებადი და სინქრონიზებული მოძრაობებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ინვიზალაინით მკურნალობა საშუალოდ 6-დან 18 თვემდე გრძელდება და ეს პერიოდი შემთხვევის სირთულით განისაზღვრება.
მკურნალობა სრულდება მას შემდეგ, რაც თქვენ ყველა ელაინერს გამოიყენებთ. მკურნალობის დასასრულს, ღამით რეტეინერების გაკეთებაა საჭირო, პერიოდულად, ექიმის რეკომენდაციით, მათი ტარება დღისითაც მოგიწევთ.
რატომ NB Dental – ნინო ბერიძის კლინიკა?
პაციენტების კომფორტი და კმყფილება ჩვენი პრიორიტეტია.
NB Dental – ნინო ბერიძის კლინიკაში თქვენს მკურნალობას Invisalign-ის სერთიფიცირებული პროფესიონალების გამოცდილი გუნდი წარმართავს, რაც უზრუნველყოფს თქვენს ჯანსაღ, ლამაზ და თავდაჯერებულ ღიმილს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კონსულტაციის დასანიშნად დაგვიკავშირდით ნომერზე:
(032) 2 322 227.