როგორ გავიხეხოთ და გავისუფთავოთ კბილები?!

კბილთა რკალი პირობითად დაყოფილია, რამოდენიმე სეგმენტად: მოლარები (6-7-8 კბილები), პრემოლარები (4-5კბილები) და წინა კბილები თითოეულ მხარეს.

ხეხვისას კბილები არ უნდა იყოს შეხებაში. ჯაგრისს ვათავსებთ კბილის ზედაპირიდან 45 გრადუსიანი კუთხით. ვიწყებთ ხეხვას მარცხნიდან, ზედა ყბის ლოყისკენა ზედაპირებით. ვასრულებთ 10 გამოგვით მოძრაობას, ეტაპობრივად გადავდივართ სხვა სეგმენტებზე.

შემდგომ ვწმენდთ კბილების სასიკენა ზედაპირებს, მარცხნიდან მარჯვნივ ყველა სეგმენტს, თითოეულზე 10 გამოგვითი მოძრაობით.

ხეხვის შემდგომი ეტაპია მოლარების და პრემოლარების საღეჭი ზედაპირები. ხეხვა წარმოებს საღეჭ ზედაპირებზე პირიდან მიმართულებით. სასურველია ჩატარდეს 10-15 მოძრაობა თითოეულ მხარეს.
ქვედა ყბაზე წმენდა ტარდება იგივე თანმიმდევრობით: ჯერ ლოყისკენა, შემდგომ ენისკენა და ბოლოს საღეჭ ზედაპირებზე.
ქვედა საჭრელების ენისკენა და ზედა საჭრელების სასიკენა ზედაპირების ხეხვისას ჯაგრისი განლაგებულია კბილთა რკალის პერპენდიკულარულად. კბილების ხეხვა სასურველი ღრძილების მასაჟით დავამთავროთ. პროცედურა ხორციელდება დახურული პირით, ჯაგრისის წრიული მოძრაობებით, ღრძილებიდან კბილების მიმართულებით, მარცხნიდან მარჯვნივ.

მინდა თავიდანვე მივიქციო თქვენი ყურადღება, ხეხვისას მოსალოდნელ შეცდომებზე:

კბილის ჯაგრისის სწორი პოზიცია 45 გრადუსიანი კუთხით ღრძილთან.
კბილთა რკალის სეგმენტების ჩვენება: მოლარები და პრემოლარები.
  • ჰორიზონტალური მოძრაობების არსებობა, ყველა ზედაპირზე.
  • მხოლოდ ვესტიბულარული მხარის წმენდა.
  • მოძრაობების არასაკმარისი რაოდენობა თითოეულ ეტაპზე.

ფლოსები

ფლოსი, ანუ როგორც მას უწოდებენ, კბილის ძაფი – არის პირის ღრუს მოვლის დამატებითი საშუალება. კბილების გახეხვის დროს ჩვენ ვხმარობთ კბილის ჯაგრისს, თუმცა იგი მხოლოდ ჩვენი კბილების 3 ზედაპირს ასუფთავებს 5-დან. როგორც არ უნდა ვიხეხოთ კბილები, ჯაგრისი უბრალოდ ვერ აღწევს კბილთაშორის სივრცეებში. სწორედ მათ გასასუფთავებლად იქნა გამოგონილი კბილების ძაფი (ფლოსი). მისი საშუალებით შეგვიძლია გავიწმინდოთ ის ძნელად მისადგომი ადგილები, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობაა საჭმლისა და ნადების.

აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ ცუდი ჰიგიენის შემთხვევაში, კარიესის განვითარების ყველაზე გავრცელებული ადგილი სწორედ კბილის გვერდითი ზედაპირებია. ამის გარდა ჰიგიენის დარღვევას მოსდევს ღრძილის დვრილის გაღიზიანება, გინგივიტი და მისი ყველა გართულება.

ყველა კბილის ძაფი განსხვავდება ერთმანეთისგან. პირველ ყოვლისა ისინი შეიძლება იყოს დამზადებული ხელოვნური ან ნატურალური მასალისაგან. ნატურალურ მასალად იხმარება აბრეშუმი, ხოლო ხელოვნურისთვის – ნეილონი, კაპრონი ან აცეტატი.

კბილის ძაფის, ანუ ფლოსის, გამოყენება კბილთაშორისი სივრცეებისთვის.
კბილის ჯაგრისით და ფლოსით გაწმენდილი ზედაპირების შედარება.

როგორ გამოვიყენოთ ფლოსი?

სანამ დავიწყებთ ფლოსის ხმარებას, უნდა ვიცოდეთ, რომ მისმა არასწორმა გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს ღრძილი. ტრავმის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია მივმართოთ ჩვენს სტომატოლოგს, რათა აგვიხსნას და გვასწავლოს მოხმარების წესები.

გთხოვთ, დაიმახსოვროთ, რომ ნახმარი ზედაპირი აღარ გამოიყენოთ სხვა კბილებზე. 40 სანტიმეტრი თავისუფლად იძლევა ამის საშუალებას.

კბილთაშორისი ჯაგრულები
კბილთაშორისი ჯაგრულები გამოიყენება კბილებს შორის არსებული დიდი ადგილების, მოუხსნელი პროთეზებისა და იმპლანტებზე არსებული კბილების, ორთოდონტიული კონსტრუქციებს შორის არსებული სივრცეების გასაწმენდად. კბილთაშორისი ჯაგრულა პატარა კონუსისებური ან ცილინდრული ფორმისაა. იგი ღრძილებზე მასაჟორის როლსაც ასრულებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ჯაგრულები დაყოფილია – სიხისტის, ფორმის და ზომის მიხედვით.

სხვადასხვა ზომის კბილთაშორისი ჯაგრულები პირის ღრუს ჰიგიენისთვის.
Call Now Button