კბილების გათეთრება
კბილების ფერის ცვლილებას – დისკოლორიტს, ცხოვრების მანძილზე მიღებული ორგანული თუ არაორგანული საღებავები იწვევს. დროთა განმავლობაში, საღებავები კბილის ზედაპირზე ილექება.
არსებობს ფერის შემცვლელი რამოდენიმე გარეგანი ფაქტორი, მაგალითად: ისეთი პროდუქტების ხშირი მოხმარება, როგორიცაა – ჩაი, ყავა, ნიკოტინი. იმ შემთხვევაში, თუ მინანქრის ზედაპირი დაზიანებული არაა, ასეთი პიგმენტის მოშორება, ხშირად, პროფესიული წმენდითაცაა შესაძლებელი.
ფერის შინაგანი ცვლილების მიზეზებს მიეკუთვნება: მინანქრის თანდაყოლილი და შეძენილი დაზიანებები (ფლუოროზი, ჰიპოპლაზია, ტეტრაციკლინის კბილები, არხის დაბჟენის შემდგომი ფერის ცვლილება და სხვა).
NB Dental – ნინო ბერიძის კლინიკაში გათეთრების 2 ძირითად მეთოდს ვიყენებთ: ე. წ. საოფისე და სახლის პირობებში (კაპებით) გათეთრება.
ე.წ. საოფისე გათეთრება ტარდება სპეციალური მათეთრებელი გელის მეშვეობით, რომლის ეფექტის ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია სახლის გათეთრებით მხარდაჭერა.
კაპის საშუალებით გათეთრებას უშუალოდ პაციენტი, ექიმისგან დამოუკიდებლად, სახლის პირობებში, ინდივიდუალირი კაპის გამოყენებით ახერხებს. პაციენტს შეუძლია მათეთრებელი გელი დაიტანოს კაპაზე და ატაროს ნებისმიერ სიტუაციაში, ექიმის მიერ მითითებული ხანგრძლივობით.
გათეთრების უკუჩვენებად შეიძლება ჩაითვალოს:
- ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება;
- მინანქრის საგრძნობი ნაკლოვანება;
- მინანქრის ზედაპირზე არსებული ღრმა ნაპრალები;
- არასანირებული პირის ღრუ;
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ გათეთრებას არ ექვემდებარება ბჟენები, ხელოვნური გვირგვინები და ხიდები, ვინაიდან გათეთრების შემდეგ, იქმნება მათი გამოცვლის აუცილებლობა.
პროცედურის განგრძლივობა შეადგენს 90 წუთს.
გრძელვადიანი შედეგისთვის აუცილებელია, პირის ღრუს ჰიგიენის სათანადოდ დაცვა და განმეორებითი ვიზიტები სტომატოლოგთან, პროფილაქტიკური წმენდისთვის.
NB Dental – ნინო ბერიძის კლინიკის გუნდი გირჩევთ დროულად დაიწყოთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, შეარჩიოთ გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად და კომფორტულად მიიღოთ სასურველი შედეგი.
ჩვენს კლინიკაში (საბურთალო, დავით თავხელიძის ქ. 1ა) თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში.
ვიზიტის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: (032 2) 32 22 27