კბილების იმპლანტაცია (ჩასმა)

  • პაციენტების შეფასებები Google-ზე
  • 2010 წლიდან
  • ორი დიდი ფილიალი
სტომატოლოგები მიკროსკოპით მუშაობენ NB Dental-ის კაბინეტში
  • 2010 წლიდანთქვენს სამსახურში
  • ორი დიდი ფილიალიდავით თავხელიძის # 1 და # 1ა
  • ციფრული ტექნოლოგიებიპროფესიონალი ექიმები
  • სრული მომსახურებაზრდასრულებისა და ბავშვებისთვის

დენტალური იმპლანტაცია დაკარგული კბილების აღდგენის თანამედროვე მეთოდია – პროცედურისას ყბის ძვალში ტიტანის ხელოვნური ფესვი თავსდება, ძვალთან შეზრდის შემდეგ კი მასზე გვირგვინი მაგრდება. ასე, ერთი მხრივ, აღდგება ღეჭვის ფუნქცია, მეორე მხრივ კი ესთეტიკური მხარე, რადგან გვირგვინი ფერითა და ფორმით ბუნებრივი კბილების მსგავსია.

„ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკის“ სტომატოლოგები იმპლანტაციას ადენტიის (ერთი, რამდენიმე ან ყველა კბილის დაკარგვა) შემთხვევაში ატარებენ. მკურნალობა ყოველთვის ინდივიდუალურად იგეგმება, რადგან ძვლის მოცულობა, ღრძილების მდგომარეობა და თანკბილვა ყველა პაციენტთან განსხვავებულია.

როდის არის საჭირო კბილის იმპლანტაცია?

კბილის დაკარგვა შეიძლება კარიესის გართულებამ, პაროდონტიტმა, ტრავმამ ან ასაკთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა გამოიწვიოს. „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკაში“ კბილების იმპლანტაცია ყველაზე ხშირად შემდეგ შემთხვევებში ტარდება:

ერთი ან რამდენიმე კბილის არქონა

ერთი კბილის არქონისას მის ადგილას იმპლანტი თავსდება, რომელზეც ინდივიდუალური გვირგვინი მაგრდება. რამდენიმე კბილის აღსადგენად შეიძლება ცალკეული იმპლანტები ან მათზე დაფიქსირებული ხიდი შეირჩეს.

კბილის ამოღების შემდეგ აღდგენა

თუ ბუნებრივი კბილის შენარჩუნება ვერ ხერხდება და მისი ამოღებაა საჭირო, კბილთა მწკრივის ფუნქციური და ესთეტიკური მხარის შესანარჩუნებლად იმპლანტაცია ტარდება.

მოსახსნელი პროთეზის ჩანაცვლება

მოსახსნელ პროთეზთან შედარებით, იმპლანტებზე დამაგრებული კონსტრუქცია უფრო მყარია, ღეჭვის ფუნქციასაც უკეთ ასრულებს და არ იწვევს ღრძილების გაღიზიანებას.

სრული ადენტია

სრული ადენტიის დროს კბილთა მწკრივი იმპლანტებზე დამაგრებული ერთიანი კონსტრუქციით აღდგება. ამ მიდგომას All-on-6 ეწოდება და ის იმპლანტაციის ინოვაციური მეთოდია.

როგორ ტარდება კბილების იმპლანტაცია?

კბილების იმპლანტაცია დიაგნოსტიკური კვლევისა და მკურნალობის დეტალური გეგმის საფუძველზე ტარდება. 3D ტომოგრაფიის საშუალებით იმპლანტოლოგი აფასებს ყბის ძვლის მოცულობასა და სტრუქტურას, ასევე ნერვის არხისა და ჰაიმორის ღრუს მდებარეობას. მიღებული მონაცემების მიხედვით წინასწარ შეირჩევა იმპლანტის ზომა და განთავსების ადგილი.

პაციენტი 3D ტომოგრაფიის აპარატთან NB Dental-ში

თუ კვლევისას ძვლის არასაკმარისი მოცულობა ან ღრძილების ანთება გამოვლინდა, იმპლანტაციამდე მოსამზადებელი მკურნალობა ტარდება. საჭიროების მიხედვით შეიძლება დაიგეგმოს ძვლის აღდგენა, სინუს ლიფტინგი ან პაროდონტოლოგიური მკურნალობა.

პროცედურა ადგილობრივი გაუტკივარებით ტარდება, ამიტომ ჩარევისას ტკივილს პრაქტიკულად ვერ იგრძნობთ. სურვილისა და შემთხვევის სირთულის გათვალისწინებით შეიძლება ინტრავენური ანესთეზიაც დაიგეგმოს.

რატომ ირჩევენ პაციენტები კბილების იმპლანტაციისთვის „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკას“?

„ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკა“ 2010 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს სპეციალისტებს, რომლებიც მკურნალობენ როგორც სტანდარტულ, ისე რთულ შემთხვევებს, მათ შორის მაშინაც, როცა ყბის ძვლის მოცულობა მცირეა ან პაციენტს სრული ადენტია აქვს.

ნინო ბერიძე „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკის“ მისაღებში

კბილების იმპლანტაცია შესაძლოა რამდენიმე მიმართულების სპეციალისტის ჩართულობას მოითხოვდეს. ასეთ შემთხვევებში მკურნალობაში კლინიკის მულტიდისციპლინური გუნდის წევრები ერთვებიან: იმპლანტოლოგი, პაროდონტოლოგი, გნათოლოგი და ორთოპედი.

დაჯავშნეთ კონსულტაცია იმპლანტოლოგთან

თუ ნაწილობრივი ან სრული ადენტია გაწუხებთ ან მოსახსნელი პროთეზის ფიქსირებული კონსტრუქციით ჩანაცვლება გსურთ, დაგეგმეთ ვიზიტი „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკის“ იმპლანტოლოგთან. კონსულტაციისას ექიმი-სტომატოლოგი შეაფასებს ყბის ძვლისა და ღრძილების მდგომარეობას, გაეცნობა 3D კვლევის მონაცემებს და მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდს შეარჩევს.

სტომატოლოგთან ვიზიტის დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე (032 2) 32 22 27 ან მოგვწერეთ ელფოსტაზე info@nbdental.ge.

კლინიკა საბურთალოზე, დავით თავხელიძის ქუჩის №1ა-ში მდებარეობს და პაციენტებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 09:30 საათიდან 20:00 საათამდე იღებს.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს კბილის იმპლანტი?

იმპლანტაციის ღირებულება დამოკიდებულია იმპლანტის სისტემასა და მწარმოებელზე, გვირგვინის მასალასა და მკურნალობის დამატებით ეტაპებზე. საერთო თანხაზე გავლენას ახდენს ისიც, საჭიროა თუ არა იმპლანტის ჩასმამდე ძვლის აღდგენა ან სხვა მოსამზადებელი პროცედურა. ზუსტი ღირებულება 3D კვლევისა და იმპლანტოლოგის კონსულტაციის შემდეგ განისაზღვრება.

მტკივნეულია იმპლანტაცია?

კბილების იმპლანტაცია ადგილობრივი გაუტკივარებით ტარდება, ამიტომ ჩარევისას ტკივილი, როგორც წესი, არ იგრძნობა. პირველ დღეებში შეიძლება აღინიშნოს ღრძილის შეშუპება, მგრძნობელობა ან მსუბუქი დისკომფორტი. ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები ამ სიმპტომების შემცირებაში დაგეხმარებათ.

რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობა?

იმპლანტის ყბის ძვალთან შეზრდას ხშირად რამდენიმე თვე სჭირდება. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ძვლის მდგომარეობაზე, იმპლანტის მდებარეობასა და იმაზე, საჭიროა თუ არა მოსამზადებელი პროცედურები. სავარაუდო ვადას იმპლანტოლოგი დიაგნოსტიკური კვლევის შემდეგ, მკურნალობის გეგმის შედგენისას განსაზღვრავს.

რამდენ ხანს ძლებს იმპლანტი?

სწორად ჩასმული და რეგულარულად მოვლილი იმპლანტი წლების განმავლობაში ინარჩუნებს ფუნქციას. მის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს პირის ღრუს ჰიგიენა, ღრძილებისა და ძვლის ჯანმრთელობა, მოწევა და გეგმურ შემოწმებებზე დროული მისვლა. გვირგვინი დროთა განმავლობაში შეიძლება გამოცვლას საჭიროებდეს. საჭიროების შემთხვევაში ორთოპედი მას იმპლანტის შეცვლის გარეშე ჩაანაცვლებს.

რა შემთხვევაშია საჭირო ძვლის აღდგენა?

კბილის დაკარგვის შემდეგ ამ უბანზე ღეჭვისას ძვალი ჩვეულ დატვირთვას აღარ იღებს, რის გამოც დროთა განმავლობაში მისი განლევა ხდება. თუ იმპლანტაცია ხანგრძლივი დროით გადაიდო, ძვლის სიმაღლე ან სისქე შესაძლოა იმპლანტის ჩასასმელად საკმარისი აღარ იყოს. ასეთ შემთხვევაში იმპლანტაციამდე ტარდება ძვლის აღდგენა, ხოლო ზედა ყბის უკანა უბანში შესაძლოა სინუს ლიფტინგიც დაიგეგმოს. დამატებითი პროცედურის საჭიროება 3D ტომოგრაფიის საფუძველზე ფასდება.

როგორ მოუაროთ იმპლანტს?

იმპლანტზე კარიესი არ ვითარდება, თუმცა მის გარშემო არსებული ღრძილი და ძვალი ანთებისგან დაცული არ არის. იმპლანტის ხანგრძლივი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ყოველდღიური ჰიგიენა, პროფესიული წმენდა და ღრძილების ჯანმრთელობის რეგულარული კონტროლი. მკურნალობის დასრულების შემდეგ იმპლანტოლოგი აგიხსნით, როგორ გაწმინდოთ იმპლანტის გარშემო არსებული სივრცე და რამდენად ხშირად უნდა ჩაიტაროთ გეგმური შემოწმება.

პაციენტების შეფასებები

  • Elis88

    სანდო და პროფესიონალთა გუნდი სადაც ყველა საჭირო პროცედურა მაღალ დონეზე ტარდება ❤️

    გამოქვეყნებულია Google-ზე
  • ilia lomitashvili

    დიდი მადლობა ამ კლინიკას ესეთი პროფესიონალიზმისთვის. ასევე მადლობა ჩემს ექიმს ნანა დავითურს ❤️💜

    გამოქვეყნებულია Google-ზე
  • Nino Lomidze

    Nino Phalavandishvili is a professional and kind dentist. Recommend

    გამოქვეყნებულია Google-ზე
Call Now Button