Invisalign - გამჭვირვალე კაპები

მსოფლიოში უკვე 17 მილიონმა ადამიანმა თავის ღიმილის სრულყოფისთვის აირჩია Invisalign სისტემა.

ჩვენი კლინიკის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ექიმი-ორთოდონტი 22 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, ნინო ბერიძე ერთ-ერთი პირველი ინვიზალაინ სერთიფიცირებული ექიმია, რომელიც წარმატებით მკურნალობს პაციენტებს ინვიზალაინით.

ინვიზალიანი თითქმის უხილავი, გამჭვირვალე, მოსახსნელი კაპებია, რომლებიც 3D ვიზუალიზაციის ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, კომპიუტერული მოდელირებისა და ინდივიდუალური პარამეტრების მიხედვით ღიმილის სრული ტრანსფორმაციის საშულებას გაძლევთ. ეს ორთოდონტიაში დანერგილი ბოლო თაობის, ბრეკეტ-სისტემის შემცვლელი აპარატია და სრულად მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული. 

ინვიზალიანის პრაქტიკულად უხილავი კაპები SmartTrack – უმაღლესი ხარისხის სპეციალური სამედიცინო, კომფორტული და გამძლე პლასტმასითაა დამზადებული, რომელიც ზუსტად მოერგება თქვენს კბილებს და კომფოტულად ე გაასწორებს თანკბილვას. 

ბრეკეტებისგან განსხვავებით, ინვიზალაინით მკურნალობისას არ არსებობს კვებითი შეზღუდვები (შეგიძლიათ მიირთვათ რაც გინდათ, უბრალოდ მოიხსენით კაპები საკვების ან სასმელის მიღების დროს) და  მარტივია დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა.

ჩვენი კლინიკა ინვიზალაინის (Invisalign) ოფიციალური პროვაიდერია და ჩვენი ყველა ორთოდონტი Invisalign სერტიფიცირებულია.

NB Dental – ნინო ბერიძის კლინიკის გუნდი გირჩევთ დროულად დაიწყოთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, შეარჩიოთ გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად და კომფორტულად მიიღოთ სასურველი შედეგი.

ჩვენს კლინიკაში (საბურთალო, დავით თავხელიძის ქ. 1) თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში. 

ვიზიტის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: (032 2) 32 22 27

Call Now Button