კარიესის პროფილაქტიკის მიზნით, ჩვენი ექიმი გირჩევთ:

ტკბილეულით სავსე სადღესასწაულო სუფრა და კბილების ჯანმრთელობა

ახალი წლის დღეების შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალანსებულ კვებაზე ფიქრი და კბილების ჯანმრთელობაზე ზრუნვა

კარიესის პროფილაქტიკის მიზნით, ექიმი-თერაპევტი და ქირურგი, ლევან ქიმერიძე, გირჩევთ:

✔️ შეზღუდეთ საკვებ რაციონში კარიესის გამომწვევი ნახშირწყლები.

✔️ გაზარდეთ მცენარეული უჯრედისის მიღება. უჯრედისს შეიცავს ხილი და ბოსტნეული. უჯრედისი მიუწვდომელია პირის ღრუს ბაქტერიებისათვის და ამავდროულად სასარგებლოა ნაწლავებისათვის, იგი ასრულებს “ცოცხის” როლს.

✔️ მიირთვით მთლიანი ვაშლი ან სტაფილო, მაგარი საკვები ბუნებრივად ახდენს კბილების გასუფთავებას.

✔️ გაიხეხეთ კბილები ყოველი საკვების მიღების შემდეგ, ხოლო როცა ვერ ახერხებთ, გამოივლეთ პირი თბილი წყლით.

✔️ მისაღებია, უშაქრო საღეჭი რეზინის გამოყენება 5-10 წუთით.

ყოველთვის უარს ნუ იტყვით კანფეტებზე, შოკოლადზე და სხვა ტკბილეულზე. ტკბილის შეზღუდვა ბედნიერების ჰორმონების – ენდორფინების წარმოქმნის შემცირებას იწვევს

ბედნიერი დასვენება!

Call Now Button