
ბრეკეტებით კბილების გასწორება საშუალოდ ერთიდან სამ წლამდე გრძელდება, თუმცა „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკის“ ზოგიერთი პაციენტისთვის მოულოდნელია, რომ მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად რეტეინერის ტარება უფრო დიდხანს მოუწევთ. ბრეკეტების ან ელაინერების მოხსნის შემდეგ რეტეინერი კბილებს ახალ პოზიციაში აფიქსირებს და მათ კვლავ გადაადგილებას უშლის ხელს, ამიტომ ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკაში რეტენციის ეტაპიც მკურნალობის გეგმაშია გათვალისწინებული.
თუ ახლა ბრეკეტებით ან ელაინერებით მკურნალობთ ან კბილების გასწორებას მომავალში გეგმავთ, ალბათ, გაინტერესებთ, რამდენ ხანს მოგიწევთ რეტეინერის ტარება, რა განსხვავებაა მის ტიპებს შორის და როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ის გაგიტყდათ ან დაკარგეთ. ბლოგში „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკის“ ექსპერტი ორთოდონტები ამ საკითხებზე დეტალურად საუბრობენ და განმარტავენ, რა უნდა გაითვალისწინოთ მკურნალობით მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად.
რა არის რეტეინერი და რატომ არის ის ბრეკეტების შემდეგ აუცილებელი?
რეტეინერი ორთოდონტიული მოწყობილობაა, რომელიც ბრეკეტებით ან ელაინერებით მკურნალობის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ გამოიყენება. ამ დროისთვის კბილები უკვე გასწორებულია, თუმცა მათ გარშემო არსებულ ქსოვილებსა და ძვალს ახალ მდებარეობასთან შესაგუებლად დრო სჭირდება. ამ პერიოდში კბილებს საწყისი მდებარეობისკენ გადაადგილების ტენდენცია ახასიათებს, ამიტომ რეტეინერი მათ გასწორებულ მდგომარეობაში აფიქსირებს.
რეტეინერები შეიძლება იყოს ფიქსირებული ან მოსახსნელი. „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკაში“ ორივე ტიპის რეტეინერი გამოიყენება:
- ფიქსირებული რეტეინერი თხელი მეტალის მავთულია, რომელიც წინა კბილების შიდა ზედაპირზე მაგრდება. ის გარედან არ ჩანს და ყოველდღიურად მოხსნა არ სჭირდება.
- მოსახსნელ რეტეინერს კაპასაც უწოდებენ. ის გამჭვირვალე მასალისგან მზადდება, მისი ფორმა კი კბილების ანაბეჭდის ან ციფრული სკანის მიხედვით განისაზღვრება. კაპა თითქმის შეუმჩნეველია, ჭამის წინ იხსნება და ადვილად იწმინდება.
რეტეინერის ტიპსა და ტარების რეჟიმს ორთოდონტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს. ის გაითვალისწინებს თქვენს ასაკს, თანკბილვის დარღვევის სირთულეს, კბილების საწყის მდგომარეობასა და მიღებულ შედეგს. მაგალითად, თუ მკურნალობის დროს კბილებს შორის არსებული სივრცეები დაიხურა, შეიძლება ფიქსირებული რეტეინერი დაგჭირდეთ, რათა კბილებმა პოზიცია აღარ შეიცვალოს და სივრცეები ხელახლა არ გაჩნდეს.
რამდენ ხანს არის რეკომენდებული მისი ტარება?
აქტიური ორთოდონტიული მკურნალობის დასრულების შემდეგ მოსახსნელი რეტეინერი, ჩვეულებრივ, დღე-ღამეში 10-დან 12 საათამდე უნდა ატაროთ. ასეთი რეჟიმი ექვსი თვიდან ერთ წლამდე გრძელდება, თუმცა ზუსტ პერიოდს ორთოდონტი თქვენი მდგომარეობის მიხედვით განსაზღვრავს. მოგვიანებით ის შეამოწმებს, რამდენად კარგად ინარჩუნებს კბილები ახალ პოზიციას და თუ მათი მდებარეობა აღარ იცვლება, კაპის ტარება მხოლოდ ღამით გაგრძელდება.
ზრდასრულ ასაკში რეტეინერის ტარება შეიძლება უფრო დიდხანს დაგჭირდეთ, რადგან კბილების გარშემო არსებულ ქსოვილებს ახალ მდებარეობასთან შესაგუებლად მეტი დრო სჭირდება.
როგორ უნდა მოუაროთ რეტეინერს?
რეტეინერს ყოველდღიური მოვლა სჭირდება, რადგან ნადები და საკვების ნარჩენები როგორც კაპაზე, ისე ფიქსირებული რეტეინერის ირგვლივ გროვდება. რეგულარული წმენდის გარეშე იზრდება კბილებისა და ღრძილების პრობლემების რისკი და შესაძლოა მოგვიანებით კარიესის მკურნალობა ან სხვა სტომატოლოგიური პროცედურები დაგჭირდეთ. ამის თავიდან ასაცილებლად „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკის“ ორთოდონტები შემდეგი წესების დაცვას გირჩევენ:
- კაპა ყოველდღე რბილი ჯაგრისითა და გრილი წყლით გაწმინდეთ. ცხელი წყალი არ გამოიყენოთ, რათა მასალა არ დეფორმირდეს;
- ჭამის წინ კაპა მოიხსენით, ხელახლა ჩასმამდე კი კბილები გაიწმინდეთ, რათა მის ქვეშ საკვების ნარჩენები არ მოხვდეს;
- ფიქსირებული რეტეინერის გასაწმენდად ირიგატორი გამოიყენეთ. ჩვეულებრივი ძაფი მავთულის ქვეშ ვერ გადის, ამიტომ იქ დაგროვილ ნარჩენებს კარგად ვერ აშორებს;
- როცა კაპას არ ატარებთ, ის სპეციალურ კონტეინერში შეინახეთ. ხელსახოცში ნუ გაახვევთ, რადგან შეიძლება დაგეკარგოთ ან შემთხვევით გადააგდოთ;
- ექვს თვეში ერთხელ სტომატოლოგთან ვიზიტი დაგეგმეთ და პროფესიული წმენდა ჩაიტარეთ. ამ დროს ის ძნელად მისადგომ ადგილებში დაგროვილ ნადებს მოაშორებს და ფიქსირებული რეტეინერის მდგომარეობასაც შეამოწმებს.
რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ რეტეინერი გატყდა ან დაგეკარგათ?
თუ რეტეინერი გაგიტყდათ, მოგძვრათ ან დაგეკარგათ, ორთოდონტს დაუკავშირდით და ვიზიტი უახლოეს დღეებში დაგეგმეთ. თუ მკურნალობის დასრულებიდან ერთი წელიც არ გასულა, ვიზიტს ნუ გადადებთ, რადგან ამ პერიოდში კბილები შეიძლება რამდენიმე კვირაშიც კი გადაადგილდეს. ამასთან, ფიქსირებული რეტეინერის ხელახლა დამაგრებას თავად ნუ შეეცდებით.

„ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკაში“ ბრეკეტების მოხსნის დღეს პირის ღრუს სამგანზომილებიანი მოდელი იქმნება და ინახება. თუ კაპა დაგეკარგათ ან გაგიტყდათ, ორთოდონტი კბილებს ხელახლა დაასკანერებს და მიღებულ მონაცემებს შენახულ მოდელს შეადარებს, რათა შეამოწმოს, შეიცვალა თუ არა კბილების მდგომარეობა. ამის შემდეგ ახალი კაპა დამზადდება. ფიქსირებული რეტეინერის დაზიანების შემთხვევაში კი ორთოდონტი მას იმავე ვიზიტზე ხელახლა დაამაგრებს ან დაზიანებულ ნაწილს შეცვლის.
ორთოდონტიული მკურნალობა „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკაში“ დიაგნოსტიკიდან რეტენციამდე
„ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკა“ 2010 წლიდან ფუნქციონირებს, ორთოდონტია კი მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კლინიკის ექსპერტ ორთოდონტებს მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ როგორც გავრცელებული, ისე რთული შემთხვევების მკურნალობაში.
პირველ ეტაპზე ორთოდონტი აანალიზებს სახის პროპორციებსა და ღიმილს, აფასებს თანკბილვასა და ყბების ურთიერთმიმართებას. ციფრული სკანირებისა და 3D დიაგნოსტიკის მონაცემებით კბილებისა და ყბების საწყის მდგომარეობას დეტალურად იკვლევს, შემდეგ კი მკურნალობის მეთოდს არჩევს და ინდივიდუალურ გეგმას ადგენს, რომლის მიხედვითაც კბილების გასწორება მიმდინარეობს.

ორთოდონტიული მკურნალობა და შემდგომი შემოწმებები ერთ სივრცეში ტარდება, რეტეინერიც კლინიკაშივე მზადდება. თუ მკურნალობაში პაროდონტოლოგი, ქირურგი ან სხვა სპეციალისტიც უნდა ჩაერთოს, ორთოდონტი და პროცესში ჩართული სპეციალისტები მკურნალობის გეგმას ერთმანეთთან ათანხმებენ. გუნდი თითოეულ ეტაპს წინასწარ განიხილავს თქვენთან ერთად და ზრუნავს შედეგზე, პირის ღრუს ჯანმრთელობასა და იმაზეც, რომ ვიზიტისას თავი მშვიდად და კომფორტულად იგრძნოთ.
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს რეტეინერი?
რეტეინერის ფასი მის ტიპსა და იმაზეა დამოკიდებული, ერთი ყბისთვის გჭირდებათ თუ ორივესთვის. ზუსტ თანხას ორთოდონტი კონსულტაციის შემდეგ გეტყვით. საფასურის გადახდა ეტაპობრივად ან პარტნიორი ბანკების განვადებით შეგიძლიათ.
შეიძლება თუ არა რეტეინერით ჭამა?
მოსახსნელი რეტეინერი ჭამის წინ ყოველთვის უნდა მოიხსნათ, ფიქსირებული კი არა. თუ ფიქსირებული რეტეინერი გაქვთ, მოერიდეთ ძალიან მაგარ და წებოვან საკვებს, რადგან შესაძლოა დაზიანდეს.
რა მოხდება, თუ რეტეინერს რამდენიმე დღე არ გაიკეთებთ?
თუ რეტეინერს რამდენიმე დღე არ გაიკეთებთ, ხელახლა ჩასმისას შეიძლება მცირე დისკომფორტი იგრძნოთ. თუ კაპა ბოლომდე აღარ ჯდება ან ტკივილს იწვევს, ძალით ჩასმას ნუ ეცდებით და ორთოდონტს დაუკავშირდით.
შეიძლება თუ არა რეტეინერით კბილების გასწორება ბრეკეტების გარეშე?
არა, რეტეინერი კბილების გასასწორებლად არ გამოიყენება. ის მხოლოდ ორთოდონტიული მკურნალობის შედეგის შესანარჩუნებლად უნდა ატაროთ.
შეიძლება თუ არა რეტეინერის ტარებისას კბილების გათეთრება ან ფორმის კორექცია?
ესთეტიკური სტომატოლოგია კბილების გათეთრებასა და ფორმის კორექციასაც მოიცავს. ამ პროცედურების დაგეგმვა რეტეინერის ტარების პერიოდშიც შეგიძლიათ, თუმცა თუ კბილის ფორმა შეიცვლება, ჯერ ორთოდონტს გაესაუბრეთ, რადგან შესაძლოა არსებული კაპა აღარ გამოგადგეთ და ახალი დაგჭირდეთ.
რატომ ირჩევენ NB Dental-ს ორთოდონტიული მკურნალობისთვის?
„ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკა“ 2010 წლიდან მუშაობს და ორთოდონტია მისი მთავარი მიმართულებაა. აქ თითოეული პაციენტის მკურნალობის გეგმა დეტალური დიაგნოსტიკის საფუძველზე დგება. ციფრული სკანირება, მკურნალობა და შემდგომი შემოწმებები ერთ კლინიკაში ტარდება, რეტეინერიც აქვე მზადდება. თუ მკურნალობაში სხვა მიმართულების სტომატოლოგიც უნდა ჩაერთოს, სპეციალისტები შეთანხმებული გეგმით კოორდინირებულად მუშაობენ.
როგორ ჩაეწეროთ კონსულტაციაზე?
კონსულტაციის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე (032 2) 32 22 27 ან ელფოსტაზე info@nbdental.ge. კლინიკა საბურთალოზე, დავით თავხელიძის ქუჩის 1ა ნომერში მდებარეობს და ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 09:30 საათიდან 20:00 საათამდე მუშაობს.







