ციფრული ორთოდონტია
სულ რამდენიმე წელია გაჩნდა ტერმინი – ციფრული ორთოდონტია, რაც თავის თავში გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას დიაგნოსტიკის, მკურნალობის დაგეგმარებისა და იმპლემენტაციის პროცესში. ციფრული ორთოდონტიული მკურნალობა მეტად ზუსტი და ეფექტურია, ამცირებს მკურნალობის დროს და შედეგად, თქვენ იღებთ ჯანსაღ – საოცნებო ღიმილს.
NB Dental – ნინო ბერიძის კლინიკა ერთ-ერთი პირველი სპეციალიზირებული ორთოდონტიული კლინიკაა საქართველოში. რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას ორთოდონტიულ მკურნალობაში.
კლინიკის დამფუძნებელი ექიმი-ორთოდონტი ნინო ბერიძე ერთ-ერთი პირველი ინვიზალაინ-სერტიფიცირებული ორთოდონტია საქართველოში, რომელსაც როგორც Invisalign-ით, ისე სხვა, ტრადიციული ტიპის ორთოდონტიული სისტემებით მკურნალობის ხანგრძლივი და წარმატებული პრაქტიკა გააჩნია. ამ დროისათვის კლინიკის ყველა ორთოდონტი ინვიზალაინ-სერტიფიცირებულია.
იმისათვის, რომ ექიმმა შეაფასოს პირის ღრუს მდგომარეობა, აღმოაჩინოს დარღვევები და შედგეს მკურნალობის გეგმა, ტარდება დეტალური დიაგნოსტიკა: 3D ტომოგრაფიის გადაღება, ფოტოგრაფირება, პირის ღრუს სკანირება iTero სკანერის მეშვეობით, რომელიც საქართველოში პირველად, NB Dental – ნინო ბერიძის კლინიკაში გამოიყენება. iTero ციფრულად აღბეჭდავს კბილებისა და ღრძილების სტრუქტურას უახლესი ოპტიკური ტექნოლოგიის გამოყენებით. პროგრამული მხარდაჭერა კი საშუალებას გვაძლევს (ჯერ კიდევ მკურნალობის დაწყებამდე) ვიხილოთ პაციენტის მკურნალობის შედეგის სიმულაცია, რათა მან ვიზუალურად წარმოიდგინოს, როგორი შეიძლება იყოს მისი ჯანსაღი ღიმილი ორთოდონტიული მკურნალობის შემდეგ.
მნიშვნელოვანია, რომ ორთოდონტიისათვის ასაკს შეუზღუდავია, თუმცა მოზრდილებში მკურნალობის პროცესი უფრო რთული და ხანგრძლივია. აქედან გამომდინარე, სასურველია, პაციენტმა ორთოდონტთან კონსულტაცია ადრეული ასაკიდან დაიწყოს. ამ შემთხვევაში, თანკბილვის პათოლოგიის აღმოჩენა და მკურნალობა ადრეულ სტადიაზე იწყება, პროცესი კი ბევრად მარტივი და სწრაფია.
NB Dental – ნინო ბერიძის კლინიკის გუნდი გირჩევთ დროულად დაიწყოთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, შეარჩიოთ გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად და კომფორტულად მიიღოთ სასურველი შედეგი.
ჩვენს კლინიკაში (საბურთალო, დავით თავხელიძის ქ. 1) თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში.
ვიზიტის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: (032 2) 32 22 27